ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების უკანასკნელი დღეები…
მიუხედავად ალკოჰოლური სასმელისადმი განუზომელი სიყვარულისა,ალექსანდრე მაკედონელის მიმსგავსება კალიგულასთან და ნერონთან – გარყვნილ რომაელ იმპერატორებთან – რომლებმაც მთელი ცხოვრება გამოუფხიზებელ ლოთობასა და არნახულ უზნეობაში გაატარეს,არ შეიძლება.როგორც იმ პერიოდისათვის იყო მიღებული,ბერძნული ქეიფი უხვ სასმელსა და ჩვეულებრივ საუბრებს გულისხმობდა.ხანდახან ქალებსაც იწვევდნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იმ საზოგადოებაში,სადაც სიმამაცეს აფასებდნენ,ლიდერი ბრძოლის ველზეც უნდა აღმატებოდა ქვეშევრდომებს და ქეიფშიც.სწორედ ასეთივე მეთოდი გააჩნდა ალექსანდრე დიდსაც. (ავტორი გენია.ჯი)
ბაბილონში დაბრუნებულმა მაკედონელმა თავს უფლება მისცა,რამდენიმე დღე დაესვენა,შემდეგ კი ლაშქრობების გამო შეწყვეტილი ნადიმები განაახლა.ერთხელ,როდესაც მთელი დღის ქეიფს ღამეც მიაყოლა და ის იყო,წასასვლელად მოემზადა,ის და მისი მეგობრები ქეიფის გასაგრძელებლად თავისთან მიიწვია თესალიელმა მიდიოსმა.მაკედონელმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ნადიმზე ზეპირად წაიკითხა ნაწყვეტი ევრიპიდეს “ანდრომაქედან”,რის შემდეგაც უდიდესი სიამოვნებით გამოცალა გაუზავებელი ღვინით სავსე ფიალა და ყველას მოუწოდა,მისი მაგალითისათვის მიებაძათ.ნადიმი გრძელდებოდა… ალექსანდრემ ერთ-ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ,თასი შუამდე გამოცალა და ისე ამოიკვნესა,თითქოს შუბით დალახვრესო.იგი ნადიმიდან ნახევრად მკვდარი გაიტანეს.ისეთი სასტიკი ტკივილი ჰქონდა,რომ იხვეწებოდა,წამლის ნაცვლად მისთვის იარაღი მიეცათ.ყოველი შეხება ჭრილობის აუტანელ ტკივილს აყენებდა.მისმა მეგობრებმა უმალვე ხმა გაავრცელეს,რომ მეფის ავადმყოფობა უზომო სმის შედეგი იყო.მეოთხე დღეს,როდესაც ალექსანდრემ გარდაუვალი აღსასრული იგრძნო,თქვა რომ “ამაში თავისი გვარის ბედისწერას ხედავდა,რადგან მისი წარმომადგენლების უმრავლესობა 30 წლის ასაკამდე გარდაიცვალა”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ალექსანდრეს ავადმყოფობის დროს,”ბაბილონის სასახლის დღიურებში” ვერ იპოვით ვერც ერთი ექიმის მოქმედების შესახებ ცნობას,ერთადერთი დიოდორე იძლევა რეალურ ინფორმაციას ექიმებზე და ისიც მხოლოდ იმას ამბობს,რომ ჩამოსული ექიმები სრულიად უძლურნი აღმოჩნდნენ მისი განკურნების საქმეში. (ავტორი გენია.ჯი) შესაძლოა ვივარაუდოთ,რომ ექიმებს ეშინოდათ ალექსანდრესთვის მკურნალობის დაწყება: ვაითუ,შეცდომა დაეშვათ და ისინი ისეთ რამეში დაედანაშაულებინათ,რასაც ვეღარ შეცვლიდნენ? ასე მოხდა ინდოეთში,როდესაც ალექსანდრე მკერდში დაიჭრა.ექიმი უარს ამბობდა მკურნალობაზე,თუმცა იგი საბოლოოდ მაინც აიძულეს მეფისათვის ემკურნალა.ცნობილია ისიც,რომ ალექსანდრეს უახლოესი ადამიანის – ჰეფესტიონის შემთხვევაში ექიმი ყოვლად უძლური აღმოჩნდა და იგი გარდაიცვალა,რის შემდეგაც მაკედონელმა ყველაფერში დამნაშავედ ჰეფესტიონის მკურნალი ექიმი მიიჩნია და უბედური – ჯვარზე გააკრა.სწორედ ამიტომ იწვევს გაოცებას ის,რომ “სასახლის დღიურებში” ექიმების ქმედებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.
სიმამაცე ალექსანდრეს,არც სიკვდილის სარეცელზე მყოფს დაუკარგავს.მან დაამშვიდა ჯარისკაცები,რომლებიც შფოთავდნენ და ეჭვობდნენ,რომ მეფე შეთქმულების მსხვერპლი გახდა.მოგვიანებით,მაკედონელი ქალაქის (ბაბილონი) ყველაზე მაღალ ადგილას გადაიყვანეს.მან ატირებულ მეომრებს თავისი მონახულების ნება დართო და მარჯვენას უწვდიდა,რათა მთხვეოდნენ.იმ დროს,როცა მის გარშემო ყველა ტიროდა,მას წუხილიც კი არ გაუმჟღავნებია.განსაკუთრებულად ნაღვლიანებს ამშვიდებდა კი მშობლებთან აბარებდა რაღაცას.ამდენად უდრეკი იყო მისი სული არა მარტო მტრის,არამედ – თვით სიკვდილის წინაშეც.როდესაც ჯარისკაცები წავიდნენ,მაკედონელმა გარშემო მდგარ მეგობრებს ჰკითხა,ნეტავ,იპოვით კი ჩემნაირ მეფესო? ყველა დადუმდა.მაშინ თქვა,რომ ეს თვითონაც არ იცოდა.იცოდა მხოლოდ ის,”რომ უამრავ სისხლს დაღვრიდა მაკედონია ბრძოლებში და უამრავ მკვლელობას მიუძღვნიდნენ მას,როგორც სამგლოვიარო შესაწირავს”.ბოლოს ბრძანა,რომ მისი ცხედარი ამონის ტაძარში დაეკრძალათ.როდესაც მეგობრებმა შეატყვეს,რომ თავდებოდა,ჰკითხეს,ვის ტოვებდა თავის მემკვიდრედ.მან უპასუხა: ყველაზე ღირსეულს”.იმდენად ბუნდოვანი იყო მისი სული,რომ დაივიწყა ახლობლები,თუმცა ტოვებდა ვაჟიშვილს – ჰერაკლეს,ძმას – არიედოსს და ფეხმძიმე როქსანას.მიუხედავად ამისა,მან მაინც ასე თქვა: “ყველაზე ღირსეულს”.მართლაცდა,ვის უნდა გადაცემოდა ტახტი,თუ არა გამოცდილ ადამიანს? თავისი პასუხით მან თითქოს ბრძოლის ნიშანი მისცა მეგობრებს,თითქოს განხეთქილების ვაშლი ისროლა.იმ წუთიდან ყველა ერთმანეთის მეტოქე გახდა – ეპირფერებოდნენ ბრბოს,ცდილობდნენ,მოეპოვებინათ ჯარისკაცების მხარდაჭერა.მეექვსე დღეს,როცა ალექსანდრეს ლაპარაკი აღარ შეეძლო,ბეჭედი მოიხსნა და პერდიკოსს გადასცა.ამან თითქოს ჩააცხრო მეგობრებს შორის წარმოშობილი ქიშპი,თუმცა მხოლოდ დროებით.იდგა ძვ.წ.აღ-ით 323 წლის 11 ივნისი,დღე,როდესაც აღესრულა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე მაკედონელი.
მისი სიკვდილის უშუალო მიზეზის თაობაზე მძაფრი კამათი დღემდე მიმდინარეობს.ვარაუდობენ,რომ ალექსანდრეს გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია ან მალარია იყო,რომელიც მას ევფრატის ჭანჭრობებში შეეყარა და რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედებით დამძიმდა და გაძლიერდა.ისტორიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ მაკედონელს სიკვდილში,როგორც,სხვათა შორის,მის ცხოვრებაში მთლიანად,უდიდესი როლი ალკოჰოლმა შეასრულა.იყო კი ნამდვილად დიდი დამპყრობლის სიკვდილის მთავარი მიზეზი გაუზავებელი ღვინო? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს,თუმცა ყველაზე რეალურ მიზეზად სწორედ აღნიშნული ვერსია სახელდება. (ავტორი გენია.ჯი)