ჩარლზ რობერტ დარვინი – “ტუბერკულოზის” შესახებ წერდა…
დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური - ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები),რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ, XIX საუკუნეში ევროპაში გავრცელებული,იმ დროისათვის ერთ-ერთი უკურნებელი სენის – “ტუბერკულიოზის” შესახებ წერდა:
“არის ერთი საშინელი სენი,რომელიც ასე ამზადებს თავის მსხვერპლს სასიკვდილოდ: ტლანქ გარეგნობას თანდათანობით დაუწმენდს ხოლმე და სახის ნაცნობ ხაზებს მომავალი ცვლილების არამიწიერ ნიშნებს დაასვამს; საშინელი სენი,როცა ბრძოლა სულსა და სხეულს შორის ნელა მიმდინარეობს,ხოლო შედეგი ისეთი გარდუვალია,რომ მოკვდავი ნაწილი სხეულისა დღითი დღე,ნამცეც-ნამცეც ცვდება და ჭკნება,სული კი,სხეულის გამსუბუქებასთან ერთად,თანდათანობით ნათდება და მკვირცხლდება,ხოლო როცა უკვდავება მოახლოვდება,ამ სნეულებას მოკვდავი ცხოვრების ახალ სახეცვლილებადა თვლის; სენის დროს,სიკვდილი და სიცოცხლე ისე უცნაურად არიან ერთმანეთში გადაწნული,რომ სიკვდილი სიცოცხლის ნათელ ფერებს და ნირს იღებს,ხოლო სიცოცხლე – სიკვდილის ძვალტყავა და შემაძრწუნებელ შესახედაობას; სენი,რომელიც ვერც ექიმებს განუკურნავთ,ვერც სიმდიდრეს მოუცილებია თავიდან და ვერც სიღარიბეს დაუკვეხნია – მაგისგან კი ნამდვილად თავს დავაღწევო; ხან დევის ნაბიჯებით მოძრაობს,ხანაც ზანტად და დუნედ,მაგრამ,ნელა მოდის თუ სწრაფად,სულერთია,თავისი მუდამ მოაქვს”. (ავტორი გენია.ჯი)