კიროს II დიდის პასუხი ბერძნებს “იგავ-არაკის” სახით…
სპარსეთის იმპერიის ფუძემდებელმა და სპარსეთის მეფემ – კიროს II დიდმა (ძვ.წ.აღ-ით 593-530 წლები),ჯერ კიდევ ლიდიელების წინააღმდეგ გალაშქრებამდე შესთავაზა კავშირი ბერძნებს.თუმცა ფრთხილმა ბერძნებმა კიროსს არც ჰო უთხრეს და არც არა.მას შემდეგ,რაც სპარსთა მეფემ კროისოსი დაამარცხა,ბერძნებმა მასთან უმალვე აფრინეს მაცნეები,რომლებმაც სპარსელებს გამარჯვება მიულოცეს და მის მოკავშირედ გახდომის სურვილი გამოთქვეს.თუმცა,გონიერმა კიროსმა ბერძნების შეთავაზებულ წინადადებას ერთი საინტერესო იგავ-არაკით უპასუხა:
” – ერთმა კაცმა ზღვაში თევზები დაინახა და ავლოსზე დაკვრა დაიწყო; ეგონა ნაპირზე გამოიტყუებდა; მაგრამ თევზები არ გამოვიდნენ.მაშინ აიღო ბადე,გადააგდო ზღვაში და თევზები ნაპირზე გამოათრია.თევზებმა ფართხალი დაიწყეს.კაცმა კი მათ უთხრა: როცა მე ვუკრავდი,მაშინ გეცეკვათ,თქვე დალოცვილებო,ახლა უკვე ძალიან გვიან არისო”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული პასუხის შემდეგ,მალევე კიროსმა თავისი ჯარი ორად გაჰყო და ერთი ნაწილი ბერძნული ქალაქების დასამორჩილებლად სარდეში დატოვა,ხოლო მეორე ნაწილი კი თან გაიყოლია,რათა ბაბილონი და აზიის სხვა ოლქები დაეპყრო. (ავტორი გენია.ჯი)