პროტოსფირენა
პროტოსფირენა – წარმოადგენს ქორდიანების ტიპის,ერთ-ერთი გადაშენებული სხივფარფლიანი და ძვლოვანი კლასის თევზების ჯგუფს პროტოსფირენასებრთა ოჯახისა.რიგი სპეციალისტებისა,იშვიათად,აღნიშნული სახეობის თევზს,პაჰიკორმიდამების ოჯახის რიგს განაკუთვნებენ.თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც,რომ ისინი ძალიან ჩამოჰგავს თანამედროვე იალქნოსან თევზებსა და შიმშერებს.(ავტორი გენია.ჯი) გავრცელებული იყვნენ ცარცული სისტემის დროს (135-70 მილიონი წლის უკან).პროტოსფირენების სხეულის სიგრძე 3 მეტრამდე იყო; გააჩნდათ გრძელი დინგი,რომელზეც მოკლე წვეტოვანი “ხმალი” ჰქონდათ განთავსებული; გამოირჩეოდნენ მასიური და ბასრი კბილებით; უდავოა,რომ წარმოადგენდნენ სწრაფად მცურავ პელაგიალურ მტაცებელ თევზებს.დინგზე განთავსებული ‘ხმალი”,მათ ერთგავარდ უწევდა ჰიდროდინამიკური მოწყობილობის მაგივრობას,ხოლო მკერდზე განთავსებული ბასრი და წვეტოვანი ფარფლები კი,შესაძლოა თავის დაცვის ფუნქციებს ასრულებდა.პროტოსფირენას პირველი ნაშთები აღმოჩენილ იქნა ინგლისის სანაპიროებთან,ცნობილი ბრიტანელი პალეანთოლოგის და გეოლოგის – გიდეონ მანტელის (1790-1852 წლები) მიერ.თუმცა,აღნიშნული სახეობის თევზის არსებობა,ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1857 წელს და იგი აღწერილ იქნა ჯ.ლოიდის მიერ.მოგვიანებით,მეცნიერებმა კიდევ არა ერთი პროტოსფირენას ნაშთები აღმოაჩინეს,რამაც მათი შესწავლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.აღსანიშნავია,რომ დიდი ამერიკელი მოყვარული-პალეანთოლოგი – ჩარლზ სტენრბერგი (1850-1943 წლები),პროტოსფირენას “ცარცულ პერიოდში” არსებულ სხვა მტაცებელ თევზებს შორის ყველაზე მრისხანედ და ყველაზე დიდი საფრთხის მატარებლ მტაცებლად განიხილავდა. (ავტორი გენია.ჯი)