პაულუ დიაშ დე ნოვაიში

პაულუ დიაშ დე ნოვაიში - დაიბადა,დაახლოებით 1510 წელს პორტუგალიის სამეფოში,აზნაურის ოჯახში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ცნობილ კოლონიზატორს აფრიკის კონტინენტის,პირველ გუბერნატორს ანგოლის,ამავე ქვეყნის დედადქალაქ ლუანდას დამაარსებელსა და დიდი პორტუგალიელი მეზღვაურის ბართოლომეო დიაშის შვილიშვილს.1550-ანი წლების დასასრულს,როგორც ესკადრონის მეთაურმა,პორტუგალიურ საელჩოს წევრებთან ერთად გაემგზავრა,აფრიკის კონტინენტზე მდებარენდონგოს სამეფოში,რომელიც თავის მხრივ მდებარეობდა თანამედროვე ანგოლის ჩრდილოეთ ნაწილში და ამავე საემფოში მან რამდენიმე წელიწადი იცხოვრა. 9ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით მიემგზავრება სამშობლოში,რა დროსაც 1571 წელს პორტუგალიის მეფის ბრძანებით პაულუ ინიშნება,ანგოლის ქვეყნის გუბერნატორად,ამავე დროს მას მეფემ უბრძანა დაეარსებინა ახალი დასახლებები,ახალ ტერიტორიებზე.1574 წლის 23 ოქტომბერს,პაულუ დიაში 400 თანამებრძოლთან ერთად ლისაბონიდან მიემგზავრება ანგოლაში და 1575 წლის თებერვლის თვეში,ასეულობით ოჯახთან ერთად მდინარე კვანზას სანაპიროზე აგებს ფორტს სან-მიგელს.ხოლო ფორტის გარშემო კი აარსებს სრულიად ახალ დასახლებას,სახელწოდებით სან-პაულუ-დი-ლუანდა.აღნიშნული პორტუგალიური კოლონია გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საყრდენი ცენტრი პორტუგალიელი დამპყრობლებისათვის ანგოლაში.30 წლის შემდეგ 1605 წელს,რაც ფორტი და მის ირგვლივ დასახლება შეიქმნა ლუანდას მიენიჭა ქალაქის სტატუსი,რომელიც თანამედროვე პერიოდის ანგოლის დედაქალაქს წარმოადგენს და მასში 2012 წლის მონაცემების თანახმად 2 825 311 მაცხოვრებელი ცხოვრობს.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ – ლუანდა,ანგოლის დედაქალაქი გახდა  1992 წელს,მას შემდეგ,რაც 1975 წელს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ახალი სახელმწიფო – ანგოლის სახლხო რესპუბლიკა,რომელსაც შემდგომ (1992 წლის აგვისტოში) ეწოდა – ანგოლის რესპუბლიკა.სწორედ,პაულუ დიასის მიერ,საუკუნეებით ადრე დაარსებული ქალაქი ლუანდა იქცა შემდგომ ანგოლის რესპუბლიკის ოფიციალურ დედაქალაქად. (ავტორი გენია.ჯი) პაულუ დიაშ დე ნოვაიში გარდაიცვალა 1589 წლის 9 მაისს,პორტუგალიური დასავლეთ აფრიკის (სახელწოდება პორტუგალიის იმპერიის კოლონიალური ტერიტორიებისა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში) ქალაქ მასანგანოში.


პაულუ დიაშ დე ნოვაიშის მიერ დაარსებული,ანგოლის დედაქალაქი – ლუანდა