ჩინური ხვლიკი
ჩინური ხვლიკი – წარმოადგენს პანგოლინების ძუძუმწოვრების რიგის ცხოველსა და სამი სახეობიდან ერთ-ერთი ხვლიკის სახეობას.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს წარმოადგენს ჩინეთი,ბირმა,ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ასამის შტატი,ნეპალის ჩრდილოეთი და ჰიმალაის მთების აღმოსავლეთ ნაწილები. (ავტორი გენია.ჯი) ჩინური ხვლიკის მრგვალი ფრომის მქონე სხეულის სიგრძე,კუდთან ერთად 60 სანტიმეტრამდეა.კუდის სიგრძე კი 18 სანტიმეტრს უტოლდება.მის ტანზე განთავსებულია 18 რიგად განლაგებული უხეში ქერცლი,რაც ძუძუმწოვარა ცხოველებისათვის ერთობ იშვიათი მოვლენაა.გააჩნიათ პატარა თავი და ძალიან ვიწრო პირი.ცხვირი,რომლის დაბოლოებასაც ნესტოები წარმოადგენენ,სქელი აქვთ.წინა და უკანა თათები აღჭურვილი აქვთ ბასრი კლანჭებით.ჩინური ხვლიკი,ისეთი სუბტროპიკული ტყეებისა და ტყიანი რელიეფის მოყვარული ცხოველია,სადაც მრავლად მოიპოვება ქვიშისაგან,თიხისაგან,ხისაგან და სხვა ბუნებრივი მინერალებისაგან შემდგარი ტერმიტების მიწისქვეშა საცხოვრებლები.მათ ძალუძთ,თავიანთი მძლავრი ბრჭყალების მეშვეობით,სამიდან ხუთ წუთამდე შუალედში,დაახლოებით 8 მეტრამდე სიღრმის მიწის ამოღება,რაც ერთობ ეხმარება სოროების მომზადებაში.არის შემთხვევები,როდესაც ისინი სხვა ცხოველებისა თუ ქვეწარმავლების ბუდეებსაც (სოროებს) იკავებენ.სამწუხაროდ,ჩინური ხვლიკის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია არც თუ ისე მდიდარია,რადგან ისინი ძირითადად ღამის ცხოვრების წესს ეწევიან.არიან ფრთხილები და გადაადგილდებიან ძალიან ნელა.არ არიან აგრესიულები.იმ შემთხვევაში,თუკი მათ თავს მტაცებელი დაესხა,დამრგვალებულ (ბურთის) ფორმას იღებენ და თავიანთი მკვრივი ქერცლის მეშვეობით უმკლავდებიან საფრთხეს.ჩინური ხვლიკის ხილვა ხეებზეც შესაძლებელია,თუმცა იშვიათად.ისევე,როგორც სხვა პანგოლინები,იკვებებიან ტერმიტებითა და ჭიანჭველებით.გააჩნიათ 25 სანტიმეტრის მქონე გრძელი ენა,რაც მსხვერპლის მონადირებაში დიდ დახმარებას უწევს.მაკეობის პერიოდი აპრილსა და მაისში ეწყებათ და ბადებენ ერთ პატარას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ჩინური ხვლიკი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველად განიხილება,რისი მიზეზიც მათზე ნადირობაა (იმ ადგილებში,სადაც ისინი არიან გავრცელებულები,ადგილობრივები ხშირ შემთხვევაში მათ ხორცს საკვებად იყენებენ).ჩინური ხვლიკი,რიგ სხვა სახეობის ცხოველებთან ერთად,ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სხეულის მქონე ძუძუმწოვარ ცხოველად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)