შავ-მწვანე მაიმუნი
შავ-მწვანე მაიმუნი – წარმოადგენს პრიმატების სახეობას ანთისებრთა ოჯახისა და ერთადერთ წარმომადგენელს Allenopithecus-ის გვარისა.მათი გავრცელების უმთვრესი არეალებია ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული – კონგოს რესპუბლიკა (მდინარე კონგოს აუზთან) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი) შავ-მწვანე მაიმუნის სიგრძე 45-60 სანტიმეტრია,ხოლო კუდის სიგრძე – 50 სანტიმეტრამდე.მამრები წონით 6 კილოგრამს აღწევენ,მდედრები კი – არაუმეტეს 3,5 კილოგრამისა. (ავტორი გენია.ჯი) მათი სხეული დაფარულია ნაცრისფერ-მომწვანო ბეწვით; სახე,რომელიც დაფარულია გრძელი ბეწვით,მოყავისფრო შეფერილობის აქვთ.თათებს შორის მცირე ზომის აპკები აქვთ,რაც მიუთითებს იმაზე,რომ ცურვა ძალუძთ და ძალიან კარგადაც დაცურავენ.მოყვარულები არიან ჭაობიანი ადგილებისა.საკვების პოვნაში დიდ დროს მიწაზე ატარებენ.ცხოვრობენ ჯგუფებად,სადაც 40-მდე შავ-მწვანე მაიმუნია თავმოყრილი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯგუფის კომუნიკაცია დამყარებულია ჟესტების,ხმის გამოცემისა და ურთერთშეხების სისტემაზე.მათი საკვები რაციონი შედგება ხილისაგან და ფოთლებისაგან.შავ-მწვანე მაიმუნების სიცოცხლის ხანგრძლივობა 23 წლამდე მერყეობს. (ავტორი გენია.ჯი)