პიერ ჟან ბერანჟე – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,პარიზის ქუჩებში მიმავალმა ხანდაზმულმა დიდმა ფრანგმა პოეტმა და სატირიკოსმა - პიერ ჟან ბერანჟემ (1780-1857 წლები),რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში,მოწყალება გაიღო და მოწყალების მთხოვნელს გამოწვდილ ქუდში სულ რაღაც ორი გროში ჩაუდო (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფულის უმცირესი ერთეული – მონეტის სახით).იმავე წამს,მოწყალების მიმღებთან,მოულოდნელად ვიღაც კაცი მივარდა და შემდეგი წინადადებით მიმართა:
- მოდი,ხუთ ფრანკს (რაც ორ გროშზე გაცილებით დიდი თანხა იყო) მოგცემ და ის ორი გროში,რომელიც იმ მოხუცმა კაცმა ქუდში ჩაგიდო,მე დამითმე.
მოწყალების მიმღები შემოთავაზებულმა წინადადებამ გააოცა და უცნობს ჰკითხა:
- ეგრე ძვირად რად გიღირთ ეგ ორი გროში?
- იმად მიღირს,რომ ეგ ორი გროში თავად პიერ ჟან ბერანჟემ მოგცათ, – იყო პასუხი.
მიღებული პასუხით აღფრთოვანებულ მოწყალების მიმღებს თვალები ცრემლით აევსო და ამაღელვებელი ხმით წარმოთქვა:
- ბერანჟე?! უკაცრავად,ბატონო! რაკი ეგრეა,ორი გროში ჩემთან დარჩება საუკუნოდ, – და იქაურობას გაეცალა. (ავტორი გენია.ჯი)