აპატურია

აპატურია – წარმოადგენდა უძველეს საერთოიონურ დღესასწაულს (ფესტივალს),რომელიც იმართებოდა ზევსის უსაყვალესი ქალიშვილის,ღრუბელთა ქალღმერთის,ცისა და ელვის მბრძანებელის და ზოგადად საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაების – ათენასა და ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების – ჰეფესტოსის საპატივცემულოდ.როგორც ვარაუდობენ – აპატურიას საფუძველი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 1100-იან წლებში ჩაეყარა.აღნიშნული დღესასწაული ყოველწლიურად იმართებოდა იონურ ქალაქებში პანეფსიონის თვეში (თანამედროვე – ოქტომბრის მეორე და ნოემბრის პირველი ნახევარი).ფესტივალის ხასიათი,ძირითადად გვაროვნული კავშირებისა (ფრატრიების) და სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყო.გვაროვნული კავშირის,იგივე – ფრატრიების წევრებს,კერძოდ,ახალგაზრდა ქმრებს,მიჰქონდათ საერთო შესაწირი (მათ შორის ხარები) ოლიმპიელების მეთაურის – ცის,ელვისა და ქუხილის ღმერთის – ზევსისადმი და ათენასადმი შესაწირად.ყოველივე ამის შემდგომ კი თავიანთი ცოლ-შვილი გვაროვნული კავშირების (ფრატრიის) სიაში შეჰყავდათ.ფესტივალის დღეებში,ძირითადად საღამოს საათებში,იმართებოდა საყოველთაო ბანკეტები და თავყრილობები.გარდა ამისა,აღნიშნულ დღესასწაულს თან ახლდა ჭაბუკების პროცესია,რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პოეტური შემოქმედების დეკლამაციაში,რა დროსაც გამარჯვებული სპეციალურ პრიზს იღებდა. (ავტორი გენია.ჯი)