ნოე რამიშვილის შესახებ…
“ნოე ჟორდანიას ადგილზე ნოე რამიშვილი რომ ყოფილიყო, 1921 წელს ჩვენ რუსებს დავამარცხებდით.ეს კაცი ისეთი ძლიერი იყო,რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავსაც შესწირავდა და თავის შვილებსაც”. – (ქაქუცა ჩოლოყაშვილი)
***
“დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი იყო.ეს გამხდარი,ფერმკრთალი მამაკაცი არავის უნახავს გაცინებული.მისი ხელის ენერგიული მოძრაობა,ლაკონური,მბრძანებლური სტილი და პირქუში სახის გამომეტყველება მოწმობდნენ,რომ ის დიქტატორად იყო გაჩენილი.მან თბილისი გაწმინდა სომხის ბურჟუაზიის უკანასკნელი ნაშთებისაგან,მკაცრად ჩააქრობინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აჯანყება და სიკვდილით დასჯა დააკანონებინა დამფუძნებელ კრებას; უეჭველია,რამიშვილი სასტიკად გაუსწორდებოდა ქართველ ბოლშევიკებსაც,თუ ჟორდანიას არ შეეკავებინა და თუ,საერთოდ,საქართველოს მთავრობა იძულებული არ გამხდარიყო ხელშეკრულება დაედო მოსკოვის მთავრობასთან და ანგარიში გაეწია მისი მოთხოვნისათვის”. – (გერონტი ქიქოძე)
***
” …ყველა ქვეყანაში მთავრობის წევრობას სანთლით ეძებენ.ეს უმაღლესი თანამდებობა ყველგან სანატრელი და საბრძოლველია.ჩვენში კი მთავრობაში შესვლა მიჩნეული იყო დიდ უბედურებად.ყველა მას გაურბოდა,როგორც ჭირს.რამდენი ხვეწნა მჭირდებოდა,რამდენი კალთის გლეჯა,პირდაპირ წარმოუდგენელია.ძლივს ვახერხებდი შემადგენლობის მოკრებას ან მასში ახალი პირის შემოყვანას.მიზეზი იყო ერთადერთი – გაურბოდნენ პასუხისმგებლობას.მხოლოდ ორ პირს არ სჭირდებოდა ხვეწნა – ნოე რამიშვილს და ევგენი გეგეჭკორს,ხვები კი ყველა ძალით შემოთრეულია მთავრობაში”. – (ნოე ჟორდანია)
***
“თუ ჩემს მთავრობის კაბინეტში ნოე რამიშვილი არ შემოვა,მე მთავრობის შედგენაზე უარს ვამბობ”. – (ასე განაცხადა ნოე ჟორდანიამ ნოე რამიშვილის თანამდებობიდან გადადგომის დროს) – (ავტორი გენია.ჯი)
***
“ნოე რამიშვილის პირველ მთავრობაში,როგორც მთავარსარდალი,ვასრულებდი სამხედრო ვიცე-მინისტრის მოვალეობას.უნდა განვაცხადო,რომ ის იყო საუკეთესო პრემიერ-მინისტრი,რომელიც შესანიშნავად უძღვებოდა მთავრობის სხომებს,იღებდა სწრაფ და მკაფიო დადგენილებებს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.მოსახლეობა პირველი მთავრობით ზედმიწევნით კმაყოფილი იყო”. – (გენერალი – გიორგი კვინიტაძე)