ჟან-ბატისტ პოკლენი (მოლიერი) – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1664 წელს გენიალურმა ფრანგმა დრამატურგმა,კომედიოგრაფმა,თეატრალურმა მოღვაწემ და “მაღალი კომედიის” ჟანრის ფუძემდებელმა - ჟან-ბატისტ პოკლენმა (1622-1673 წლები) დადგა კომედიური ჟანრის მქონე პიესა – “ტარტიუფი” რელიგიური სიყალბის ელემენტებით,იგი უდიდესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პიესას დიდი სკანდალი მოჰყვა საფრანგეთში: მოლიერს ურთიერთობა დაეძაბა საფრანგეთის სამეფო კართან,ეკლესიასთან და მოსახლეობასთან,რის შედეგადაც იძულებული გახდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აეკრძალა პიესის ჩვენება.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იმ პერიოდის საფრანგეთში მსახიობის პროფესია ერთგავარად ასოცირდებოდა ღვთის საწინააღმდეგო საქმიანობასთან,რამაც კიდევ უფრო შეაძულა ხალხს მოლიერი,რომელიც თავად ასახიერებდა რიგ როლებს სცენაზე. 1673 წლის 17 თებერვალს – ჟან-ბატისტ პოლკენი (მოლიერი) პარიზში გარდაიცვალა.მოსახლეობამ,როდესაც მისი გარდაცვალება შეიტყო,მოლიერის სახლთან შეიკრიბა და ყველანაირად ცდილობდა “ღვთის მგმობი” დრამატურგის დაკრძალვისათვის ხელი შეეშალათ.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფრანგი დრამატურგის ოჯახმა და უახლოესმა ნათესავებმა ღამით,გასაიდუმლოებულად დაეკრძალათ იგი.როგორც გამოჩენილი რუსი მწერალი – მიხეილ ბულგაკოვი გვამცნობს,მოლიერს უკანასკნელ გზაზე ძალიან მცირერიცხოვანი რაოდენობის ხალხი აცილებდა.მათ შორის შენიშნეს დიდი ფრანგი მხატვარი – პიერ მინიარი,ფრანგი მეიგავე – ჟან დე ლაფონტენი და პოეტი – ნიკოლა ბუალო-დეპრეო,რომელთაც უკუნ ღამეში ჩირაღდნები ეკავათ ხელში და ასე უნათებდნენ გზას სამგლოვიარო პროცესიას.ერთ-ერთი ქუჩის გავლისას ფანჯარა გაიღო და ხანდაზმულმა ქალმა იკითხა,თუ ვის კრძალავდნენ ასე შუაღამისას,რაზეც პასუხად მეზობლისაგან მიიღო: – “ვიღაც მოლიერს!”.

“მაღალი კომედიის” ჟანრის ფუძემდებელი და დიდი ფრანგი დრამატურგი – ჟან-ბატისტ პოკლენი,ყოველგვარი ოფიციალური ცერემონიების გარეშე დაკრძალეს სენტ-ეუსტაშის სასაფლაოს იმ ნაწილში,სადაც კრძალავდნენ იმ ადამინებს,რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, და ეს მაშინ,როდესაც მოლიერს სიცოცხლე სუიციდით ნამდვილად არ დაუსრულებია (იგი ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა).მოლიერის ნეშტი,როგორც ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი შემოქმედისა,მხოლოდ 1817 წელს იქნა გადასვენებული და დაკრძალული საფრანგეთის ყველაზე ცნობილ – “პერ-ლაშეზის სასაფლაოზე”. (ავტორი გენია.ჯი)