რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1893 წლის 23 თებერვალს,დიდი გერმანელი ინჟინრის,გამომგონებლისა და “დიზელის ძრავის” შემქნელის – რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელის (1858-1913 წლები) მიერ წარდგენილ – “ახალ რაციონალურ სითბურ ძრავაზე” ბერლინში პატენტი გაიცა,აღფრთოვანებულმა  გამომგონებელმა,მიუნხენში მყოფ მეუღლეს,პატივმოყვარეობით აღსავსე წერილი გაუგზავნა:

” – ჩემი იდეა იმდენად წინ უსწრებს იმ ყველაფერს,რაც კი დღემდე შექმნილა ამ სფეროში,რომ თამამად და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო: მე ვარ პირველი ადამიანი,ჩვენს პატარა დედამიწის ბურთზე,რომელმაც ახალი და უმნიშვნელოვანესი ტექნიკის განყოფილებაში განუზომლად დიდი წვლილი დაიდო! მე წინ ვუსწრებ კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო გონებების მქონეთ!” (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობილი ფაქტია,რომ რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელმა,”დიზელის ძრავის” შექმნით უზარმაზარი ქონება გამოიმუშავა. 900 000 მარკად აიგო ერთობ მდიდრული საცხოვრებელი სახლი,რომლის ყოველწლიური მოვლა-პატრონობა (იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა) 90 000 გერმანული მარკა უჯდებოდა.თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გახლავთ ის,რომ რუდოლფმა აღნიშნულ უზარმაზარ ქონებას მანამდე მოუყარა თავი,ვიდრე მისი თუნდაც ერთი დიზელის ძრავა ჩაეშვებოდა გაყიდვაში.მას შემდეგ კი,რაც დიზელის მიერ გამოგონებული ძრავა ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში,მისმა ქონებამ კიდევ უფრო კოლოსალურ მაშტაბებს მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი)