ანსარის რამდენიმე ლექსი…
შენი თვალი გასწავლის,როგორ უნდა ცქერა,
სხვას რომ ყველას ხედავს და თავის თავს კი – ვერა.
***
გუშინ მოვედი ამქვეყნად და ვერ-რა ვიღონე,
დღეს ქვეყნის ბაზარს ვუმზირე და გული ვიღონე,
ხვალ წასვლა მიწევს,საიდუმლოს ვერ-რა გავუგე,
და ამა ქვეყნად რისთვის მოველ,ვერ მოვიგონე.
***
არ ვიცოდი,ვიდრე ძალა მქონდა,
ვისწავლე და – აღარა მაქვს ძალა.