“სიკვდილის აკრძალვა”
“სიკვდილის აკრძალვა” – წარმოადგენს რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში იურიდიულად გამყარებულ კანონს,რომლის თანახმადაც ადამიანებს განსაზღვრულ ადგილებში (ტერიტორიებზე) გარდაცვალება ეკრძალებათ. და თუკი ასეთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდება,გარდაცვლილის ოჯახი (ჭირისუფალი) იხდის სპეციალურად დაწესებულ ჯარიმას.უძველეს ეპოქებში,კანონი – “აკრძალვა სიკვდილზე”,რელიგიური და პოლიტიკური დანიშნულების მატარებელი მოვლენა იყო. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში საბერძნეთის წმინდა კუნძულზე – დელოსზე მაცხოვრებელ ადამიანებს,რელიგიური მოტივების-და გამო ეკრძალებოდათ,როგორც გარდაცვალება,ასევე დაბადებაც კი და ასეთი მოვლენებისას ავადმყოფები და ორსული ქალები კუნძულიდან სხვა ახლოს მდებარე კუნძულებზე გადაჰყავდათ.”ნისლიან ალბიონზე” (ინგლისში),მდინარე ტემზის სანაპიროზე განთავსებულ “ვესტმინსტერის საპარლამენტო სასახლეში”,ასევე იკრძალება ადამიანის გარდაცვალება და თუკი ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა,ამ შემთხვევაში გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე გაერთიაებული სამეფოს მეფემ უნდა აიღოს.”სიკვდილის აკრძალვის” კანონი,მცირე რაოდენობით,თუმცა თანამედროვე სამყაროშიც გამოიყენება და მას “სასოწარკვეთის ნიშნად” მოიხსენიებენ.ასეთი კანონები მოქმედებს ესპანეთში მდებარე ანდალუსიის ქალაქ – ლანხარონში,საფრანგეთის სამხრეთით მდებარე სამ დასახლებულ პუნქტში – სარპურანში,ლე-ლავანდუსა და კიუნიოში; შპიცბერგენის (ნორვეგია) არქიპელაგის ყველაზე დიდ დასახლებულ პუნქტში – ლონგირსა და ბრაზილიის ქალაქ ბირიტიმა-მირიმში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ლონგირში მოქმედი კანონის თანახმად,მის ტერიტორიაზე ადამიანის გარდაცვალება იკრძალება,რის გამოც,სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ადამიანი ნორვეგიის სხვა ტერიტორიაზე გადაჰყავთ და მისი გარდაცვალების შემთხვევაში იქვე კრძალავენ.ზოგადად,ლონგირში სასაფლაოები საერთოდ არ არსებობს და ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის,რომ გარდაცვლილის ცხედარი,ლონგირში გავრცელებული საშინელი ყინვების გამო მიწაშიც კი არ იხრწნება,რაც იქ ერთობ გავრცელებული თეთრი დათვებისა და სხვადასხვა სახეობის მტაცებლების,ყურადღების მიქცევას შეძლებს.იმის გამო,რომ მტაცებლებმა საფლავები არ იავარქმნან,მოსახლეობა გარდაცვლილებს ნორვეგიის სხვადასხვა ტერიტორიებზე კრძალავს. (ავტორი გენია.ჯი)