“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. “საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს”. – ღირსი გაბრიელი
2. “მტკივნეულია ვნებასთან განშორება,მაგრამ იმაზე მეტად არა,ვიდრე მარადიული ტანჯვა”. – ამბა ისაია
3. “ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმერთის კეთილ ნებაზე,ძე ღმერთის დამსახურებასა და სულიწმინდის მადლზე.ამიტომაა მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის,ძისა და სულიწმინდის განდიდებით რომ მთავრდება”. – წმინდა თეოფანე დაყუდებული
4. ვინც არ იცის მტრის საფარი,ადვილად მოიკვლება.ასევე,ვინც არ იცის ვნებათამიზეზი,ადვილად დაეცემა”. – წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)
5. “ფარისეველი ჩვენზე მეტს მარხულობდა და ლოცულობდა,მაგრამ სიმდაბლის გარეშე მთელი შრომა წყალში ეყრებოდა”. – ანტონი ოპტელი