შტეფან ცვაიგი – “ქართველი ერის” შესახებ წერდა…
გენიალური ებრაული წარმომავლობის მქონე ავსტრიელი მწერალი - შტეფან ცვაიგი (1881-1942 წლები),ასევე გენიალური ქართველი მწერლის,პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის – გრიგოლ რობაქიძის (1882-1962 წლები),გახმაურებული რომანის “გველის პერანგის” წინასიტყვაში,ქართველი ერის შესახებ წერდა:
“გრიგოლ რობაქიძის რომანის სახით ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი ერი – ქართველები.ეს ძველისძველი ერია,რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე დიდი შეხვედრია თავის ლაშქრობებში, და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული და სპარსული ზეგავლენის ქვეშ… (ავტორი გენია.ჯი) ეს ერი დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩარგული,სახელი განუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის,ევროპელებისათვის.ამ წიგნიდან გავიგე,რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით,რაოდენ აღსავსეა ჰეროიზმით და ამავე დროს რა გატაცებულია თანამედროვე იდეებით.ახლა ჩვენს წინაშე სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოდგა,რადგან ნებისმიერი ქვეყანა,ნებისმიერი ერი ნამდვილად მხოლოდ მას შემდეგ არსებობს,როცა აღწერას და მოყოლას იწყებს.ამ რომანში არის რაღაც ქაოტური,ძველისძველი ლეგენდებიდან და ბალადებიდან ამოკრებილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში… (ავტორი გენია.ჯი) მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა… ფანტაზიას უფრო და უფრო ხიბლავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებული ტაშკენტი და თბილისი… ეს არის წიგნი,რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს,რომ ჩვენს… მეცნიერულ სამყაროში მითოსის შემოქმედებითი არსებობა ისევ ისე გრძელდება”…