აკაკი ბაქრაძე წერდა…

“გრიგოლ რობაქიძეს აქვს ნათქვამი – ქართველი ცხოვრობსო პრინციპით: გაიხარე – გამახარე.მართალია,აკაკი,ბევრად ადრე,მისებურად ენაკვიმატობდა და ხუმრობდა: ქართველების დევიზია – გატირებ და გიტირებო,მაგრამ მან კარგად იცოდა,რომ ქართველის ბუნების უმთავრესი თვისება სწორედ სიხარულია.სიხარულით ებრძოდა ქართველი ყველა ჭირ-ვარამს,რომელიც კი მას თავზე დასტეხია გრძელი საუკუნეების მანძილზე.ქართველის გონება არასოდეს არ ყოფილა ფანატიზმით დაბნელებული.არც რელიგიურ,არც პოლიტიკურ,არც სოციალურ,არც ფილოსოფიურ ფანატიზმს მისთვის განსჯის უნარი არ წაურთმევია,არც გამარჯვებას და არც დამარცხებას ქართველში არ ჩაუკლავს ცხოვრების ხალისი.იგი ყველგან და ყველაფერში პოულობდა სიხარულის წყაროს.თუ ჩვენს ისტორიაში ბევრი შავი ფურცელია – ადამიანით ვაჭრობით დაწყებული,ღალატითა და დასმენით დამთავრებული, – ეს მაშინდელია,როცა ქართულ სულიერ სამყაროს უცხო ძალა თრგუნავდა.რაც ყოველთვის გვიჭირდა და დღესაც გვიჭირს,ეს არის უცხო სულიერი გავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევა.ხორციელ ბრძოლას უფრო იოლად ვახერხებთ,ვიდრე სულიერს.სულიერად დაბეჩავებული კი ადვილად ვემორჩილებით ბოროტებას”. (ავტორი გენია.ჯი)