არგიროსკოპი – (ვერცხლის მაყურებელი)
ქრისტიანთა დაუძინებელი მტრისა და რომის ოდიოზური იმპერატორის – გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსის (245-313 წლები),იგივე – დიოკლეტიანეს ეპოქის ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებულია მეტად საინტერესო პროფესია,რომელსაც - “არგიროსკოპად” (ვერცხლის მაყურებელად) მოიხსენიებენ.აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანებს საკმაოდ კარგი გასამრჯელო ჰქონდათ და რიგი პრივილეგიებითაც (თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან) სარგებლობდნენ რომის იმპერიაში.ასაკით ახალგაზრდა არგიროსკოპებს რომაულ არმიებში ამწესებდნენ,ხოლო შედარებით ასაკოვნებს კი საიმპერატორო სასახლის კარზე.იმ პერიოდისათვის რომის იმპერიაში მრავლად დასახლდა საიუველირო საქმის ბერძენი და სირიელი ოსტატები,რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ტაძრებისა და სასახლეების ძვირფასეულობით შემკობაში.ამავე დროს,ოსტატებს რომში მრავლად შემოჰყვნენ მეტად დახვეწილი და გამოცდილი გამყალბებლები,რომლებიც სპილენძის ფულს ოქროს წყალში ავლებდნენ და შემდგომ,როგორც ნამდვილი ოქროს ფული ისე ასაღებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ფაქტებმა იმპერიაში მასიური სახე მიიღო,რაც უდიდეს ეკონომიკურ ზარალს აყენებდა მძლეთამძლე რომის იმპერიას.სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ისეთი პროფესიის შემოღება,როგორიც იყო – “არგიროსკოპი”.მათი უმთავრესი ფუნქცია მდგომარეობდა იმაში,რომ შეემოწმებინათ ესა თუ ის ოქრო-ვერცხლის ფული და სხვა საიუველირო ნივთები.ცნობილია,რომ ისინი ელემენტალურადაც კი ვერ ერკვეოდნენ ფიზიკასა და ქიმიაში,თუმცა გააჩნდათ ძვირფასი ლითონების შემოწმების მეტად ორიგინალური მეთოდები.მაგალითად,ოქროს სინჯავდნენ კბილით.თუკი ეჭვს შეიტანდნენ მასში,ამ შემთხვევაში მონეტებს იატაკზე ყრიდნენ და მათ მიერ დაცემისაგან გამოწვეული ხმით ადგენდნენ ყალბი იყო თუ არა მონეტა (როგორც ცნობილია,ოქრო სპეციფიკური ხმით გამოირჩევა სხვა ლითონებისაგან).გარდა ამისა,არგიროსკოპებს თან ჰქონდათ თეთრი მარმარილოს სპეციალური ნაჭერი,რომლითაც ხეხდნენ მონეტას და ფერის მიხედვით ადგენდნენ ძვირფასი ლითონის სინამდვილეს.არმიაში მომსახურე არგიროსკოპების ფუნქცია კი განისაზღვრებოდა იმით,რომ მათ,ლაშქრობებისას დაუფლებული ძვირფასი ლითონების სინამდვილე შეემოწმებინათ.ასეთი მეთოდით ისინი ყალბი “ძვირფასეულობის” რომში შეტანას მაქსიმალურად გამორიცხავდნენ.თუკი ყალბი ძვირფასი ლითონები რომში მაინც შეაღწევდა,სისასტიკით სახელგანთქმული – დიოკლატიანეს რისხვა იმ არმიის ხელმძღვანელობის დასჯის მომასწავებელი ხდებოდა,რომელთა ნაალაფარშიც აღმოჩნდებოდა ასეთი სახის გაყალბებული ნივთები.რომის იმპერიაში,არგიროსკოპების მოძიება ერთობ რთული საქმე იყო,თუმცა როდესაც ასეთ სპეციალისტს აღმოაჩენდნენ,მათ დიდ ხელფასთან ერთად,უამრავი სხვა კეთილდღეობაც გარანტირებული ჰქონდათ. (ავტორი გენია.ჯი)