ელიგზანდერ ფლემინგი – “ეპიზოდი”

დიდი შოტლანდიელი მიკრობიოლოგი,ბაქტერიოლოგი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში - ელიგზანდერ ფლემინგი (1881-1955 წლები),ერთ-ერთმა ამერიკულმა ლაბორატორიამ თავის სამეცნიერო დაწესებულებაში მიიწვია.ლაბორატორიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა საპატიო სტუმრის დასახვედრად განსაკუთრებული ზომები მიიღო და ლაბორატორია იდეალურ წესრიგში მოიყვანა.მას შემდეგ,რაც ფლემინგმა იხილა ესოდენ სისუფთავით გამორჩეული ლაბორატორია,იმის ნაცვლად რომ აღფრთოვანებულიყო,ყველას-და გასაოცრად სკეპტიკურად შენიშნა: “- მე,რომ ასეთ სისუფთავესა და კომფორტში მემუშავა,ვერასოდეს აღმოვაჩენდი ლიზოციმიმსა და პენიცილინსო”. P.S. როგორც ცნობილია,ფლემინგმა თავისი დიდი აღმოჩენა სრულიად შემთხვევით გააკეთა 1929 წელს,მაშინ,როდესაც მის უწესრიგობით განთქმულ ლაბორატორიაში ის ექსპერიმენტული ბაქტერია,რომელსაც იკვლევდა,დაბინძურდა “სპოროვანი ობით”. (ავტორი გენია.ჯი)

***

სამედიცინო პრეპარატის – “პენიცილინის” აღმომჩენად – ელიგზანდერ ფლემინგია მიჩნეული.თუმცა ფაქტია,რომ ფლემინგის მიერ,აღნიშნული პრეპარატის აღმოჩენამდე  პრეპარატ – “penicillum glaukom”,იგივე “პენიცილიუმს”,ჩრდილოეთ აფრიკაში ფრანგი სამხედრო ექიმი –  ერნესტ დიუშენი – “ტიფის” საწინააღმდეგოდ,ჯერ კიდევ 1897 წლიდან იყენებდა.ერნესტი პრეპარატის ცდებს ზღვის გოჭებზე ატარებდა.თუმცა,დიუშენის მიერ წარმოებულ ცდებს სხვა მეცნიერები არასერიოზულად აღიქვამდნენ და მას პატენტის მიღების საშუალებაც არ მსიცეს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ თავად ერნესტ დიუშენი გარდაიცვალა იმ დაავადებით,რომლის განკურნებაც მისსავე შექმნილ პრეპარატს შეეძლო,თუმცა იგი საკუთარ თავზე მაინც არ გამოცადა.მოგვიანებით,ელიგზანდერ ფლემინგმა,”ხელახლა” აღმოაჩინა – პენიცილინი,თუმცა დიდი იმედი არ ჰქონდა,რომ მის მიერ აღმჩენილი ახალი სამედიცინო პრეპარატით ვინმე დაინტერესდებოდა,რის გამოც შეწყვიტა კიდეც ყოველგვარი გამოკვლევები აღნიშნული საკითხის ირგვლივ.მოგვიანებით,სხვა მეცნიერების,კერძოდ – ჰოვარდ ფლორის,ერნსტ ჩეინის,ნორმან ხიტლისა და ენდრიუ მოიერის მონდომების შედეგად – პენიცილინმა მიიღო ის სრულყოფილი სახე,რომელიც დღემდე აქვს შენარჩუნებული.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ – პენიცილინი,თანამედროვე მედიცინაშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საუკეთესო ანტიბიოტიკურ პრეპარატად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)