ოთარ რამიშვილი ამბობდა…

1. “რაც სიკეთე გამიკეთებია,ალალი იყოს ყველაზე,სიკეთის სიკეთით დაბრუნებას არასოდეს ველოდი.არც მიბრუნდებოდა.ადამიანს ყური რომ მოაჭრა,სარკეში რამდენჯერაც ჩაიხედავს,გაახსენდება; სიკეთეს რომ გაუკეთებ – ავიწყდება! ასეთია ჩვენი ბუნება”.

2. “ჩემი კარი არასოდეს დაკეტილა,წასაღები რა მქონდა,რომ დამეკეტა?! რაც ჩემთვის ძვირფასია,იმას ვერავინ მომპარავს…”

3. “ხეები დამირგავს,მიწისთვის მომივლია… ვბარავდი,ვთოხნიდი.მიწა ძალიან მიყვარდა,ახლა შემძულდა… მალე უნდა წავიდე მიწაში და იმიტომ”.

4. “მე სიყვარულის,სიკეთისა და გიტარის გარდა არაფერი მაინტერესებდა”.

5. “და რომ მკითხო,რა არის ყველაზე ძვირფასი,გეტყვი – სიცოცხლე-მეთქი”. (ავტორი გენია.ჯი)

6. “ჩემი დასაკრავი უკვე დავუკარი…”

P.S. ფოტო აღებულია საიტიდან – chveniambebi.info