ომიოდო
ომიოდო (“სწავლება ინისა და იანის შესახებ”) – წარმოადგენდა იაპონურ ოკულტურ სწავლებას,რომელიც,როგორც მკითხაობის სრულყოფილი სისტემა,”ამომავალი მზის” ქვეყანაში გავრცელებულ იქნა VI საუკუნის დასაწყისში – ჩინეთიდან.იგი – დაოსიზმის,სინტოიზმის,ბუდიზმის,ჩინური ფილოსოფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთგვარი ნაზავი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იმ ადამიანს,რომელიც “ომიოდოს” პრაქტიკაში გამოიყენებდა – “ომიოძის” უწოდებდნენ.მათი სწავლება მოიცავდა ყველა შესაძლო მკითხაობას,ბოროტი სულის განდევნას და ადამიანების წყევლისაგან (შეჩვენებისაგან) დაცვას.თავად ომიოძები,ამისათვის იყენებდნენ და იძახებდნენ სულებს – სიკიგამებს,რომლებიც თავის მხრივ ძალიან ჩამოჰგავდნენ შუასაუკუნეებში დასავლეთ ევროპაში გავრცელებულ ტერიომორფულ ჯადოსნურ სულებს,რომელთაც – ფამილიარებს უწოდებდნენ.ომიოდომ,განსაკუთრებული პოპულარობის პიკს VIII-X საუკუნეებში მიაღწია.სწორედ აღნიშნულ პერიოდებში ჩამოყალიბდა იაპონიაში – “ომიოდოს სახელმწიფო ბიუროები”.ხოლო,თავად ომიოძები ერთობ საპასუხიმგებლო და მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ.ყველაზე ცნობილ ომიოძის წარმოადგენდა ნახევრადლეგენდარული იაპონელი მისტიკოსი – აბე-ნო სეიმეი (921-1005 წლები),რომელიც უდიდესი გავლენით სარგებლობდა ქვეყანაში.დროთა განმავლობაში,ომიოდოს ოკულტური სწავლება დავიწყებას მიეცა. XIX საუკუნეში კი,სახელმწიფოს მიერ შეიზღუდა და საბოლოოდ აიკრძალა კიდეც. 2006 წელს,იაპონიის ხელიფუფლებამ ომიოდოს სწავლება კვლავ დაუშვა ქვეყანაში და იგი დღემდე მოქმედებს. (ავტორი გენია.ჯი)