სამეფო დელონიქსი
სამეფო დელონიქსი – წარმოადგენს პარკოსნების ორლებნიან მცენარეთა ოჯახის ულამაზეს ყვავილოვან ხეს,ცეზალპინიასებრთა ქვერიგისა.ბუნებრივ პირობებში,მათი გავრცელების უმთავრესი არეალი გახლავთ ინდოეთის ოკეანეში მდებარე,მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული – მადაგასკარი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ აღნიშნული სახეობის ხეები ტროპიკული კლიმატისა და ზოგადად სითბოს მოყვარული მცენარეები არიან.სამეფო დელონიქსის სიმაღლე (ისევე,როგორც მათი ფართო გვირგვინის სიგრძე) 9-დან 12 მეტრამდეა.საოცარი სილამაზის გამოისობით და დეკორატიული მიზნებისათვის,მრავლად არის კულტივირებული მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში.ბუნებრივ პირობებში – სამეფო დელონიქსი გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი მცენარეა,თუმცა საბედნიეროდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კულტივირებამ,აღნიშნული მცენარის სრულ გაქრობას საფრთხე თავიდან ააცილა.ამერიკის შეერთებულ შტატებში,მისი პირველი ეგზემპლარი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში იქნა შეტანილი.გარდა ამის კულტივირებულია ავსტრალიაში,აფრიკაში,კარიბის კუნძულებზე,კიპრზე,ტაილანდში,ჩინეთში (ტაივანი) და კანარის კუნძულებზე.სამეფო დელონიქსს არა მარტო დეკორატიული მნიშვნელობა,არამედ სხვა ღირებულებებიც გააჩნია,კერძოდ: მასზე წარმოდგენილი ულამაზესი გვირგვინი შესანიშნავ ჩრდილს ქმნის.განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხანგრძლივი გვალვების მიმართ,რა დროსაც ფოთოლმცვენი ხდება (სხვა შემთხვევებში იგი მარადმწვანე მცენარის თვისებებით გამოირჩევა).გარდა ამისა,ვერ უძლებს -1 გრადუს-ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურასაც.ორწყება ფორმის მქონე ფოთლები ღია-მწვანე შეფერილობის აქვთ და თითოეული წყების სიგრძე 30-50 სანტიმეტრს უტოლდება.პასრკოსანი ნაყოფი მუქი-ყავისფერია და მათი სიგრძე 60 სანტიმეტი,ხოლო სიგანე 5 სანტიმეტრს უტოლდება.სამეფო დელონიქსის ულამაზესი მცენარე სიმბოლოებია ისეთი ჩინური ქალაქებისა,როგორებიცაა – ტაინანი და სიამინი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ – სამეფო დელონიქსი,დედამიწაზე არსებულ ხუთი ულამაზესი ხის სახეობას შორის ერთ-ერთი სახეობაა და მისი ფოთლების შეფერილობის-და გამო,მოიხსენიებენ,როგორც – “ცეცხლოვანი ხე” და “წითელი ალი”. (ავტორი გენია.ჯი)