პირველი ექიმი ისტორიაში…
უძველეს ეგვიპტეში,დიდი ყურადღება ექცეოდა არა მარტო არქიტექტურას,მათემატიკასა და ასტრონომიას,არამედ მედიცინასაც.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მედიკოსები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) ფარაონებს,საუკეთესო სამედიცინო სპეცილისტებს მეზობელი ქვეყნებიდან ხშირად უგზავნიდნენ.გარდა ამისა გახსნილი იყო სპეციალური სასწავლებელი დაწესებულებები,რომელთაც – “ცხოვრების სახლებად” მოიხსენიებდნენ.სხვადასხვა წყაროების ცნობით,აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის კურსი თავის დროზე გაიარეს ისეთმა გენიალურმა პერსონებმა,როგორებიც იყვნენ – ჰიპოკრატე,პითაგორა,გალენოსი და სხვები.ეგვიპტური მედიცინის საწყისი ეტაპი ლეგენდებთან არის დაკავშირებული.ისინი განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტურ ღვთაებას – თოტს,რომელიც თავის მხრივ 32 ჰერმეტიული წიგნის ავტორი იყო,რომელთაგანაც ექვსი,სწორედ მედიცინის შესახებ იყო დაწერილი.მიუხედავად იმისა,რომ მედიცინის მეცნიერების განსაკუთრებულ მიღწევებს სათავე ინდოეთმა დაუდო,ოფიციალურად დადასტურებული დოკუმენტების თანახმად პირველი ექიმის სახელი მაინც ეგვიპტელს ეკუთვნის.ფარაონების ხეობაში აღმოჩენილი ერთ-ერთი არტეფაქტის მიხედვით,პირველი ექიმის სახელი,რომელიც კაცობრიობას შემორჩა,გახლდათ ვინმე – საკჰეტენანაჰი (მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 3000 წელს),რომელიც სხვადასხვა დაავადებებს მცენარეული ნაყენებით მკურნალობდა.ერთ-ერთ ძველეგვიპტურ ქანდაკებაზე აღმოჩენილი წარწერის თანახმად ირკვევა,რომ მან განუკურნა მეფეს ცხვირის ნესტოები,რამაც უკდავყო კიდეც მისი,როგორც პირველი ექიმის სახელი.თუმცა ცნობილია ისიც,რომ სამედიცინო პრაქტიკა დანერგილი იყო ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებში,რომლებიც კბილის ამოღების პროცედურასაც გამოიყენებდნენ და სხვადასხვა მცენარეებისაგან დამზადებულ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებსაც.აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ საკჰეტენანაჰამზე,დიდი სახელი,ეგვიპტის ფარაონის – ჯოსერის პირველმა ვეზირმა – იმჰოტეპმა დაიგდო,რომელსაც მედიცინის მფარველად და ნაღევარღმერთად მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი)