უილიამ შექსპირი – “სონეტი LXVII”

ჰოი,საწუთროვ,შენს მანკიერ ზნეს და ზეობას,

ნეტავ რად ანდო ჩემმა სატრფომ თვისი არსება?

ან ცოდვამ რატომ დაიმოყვრა მისი ზნეობა,

განა მის გვერდით ცოდვა-ბრალი მადლს ემსგავსება?!

***

ცოცხალთან ყოფნა სიკვდილს როგორ შემატებს სახელს,

ბუნებრივს როგორ მოხატავენ ყალბი ფერებით?

განა სიტურფე ვარდის ჩრდილით შეიმკობს სახეს,

თუ ნამდვილ ვარდებს თავად ჩრდილავს მშვენიერებით?

***

გამათხოვრებულ წუთისოფელს ნეტავ ბუნებამ

რად მოუვლინა ჩემი სატრფო,როგორც ნუგეში?

ალბათ,სწადია იმ სიმდიდრის კვლავ დაბრუნება,

რაც გაიფლანგა ამ უზნეო საუკუნეში.

***

მე ვისაც ვეტრფი,დროსაც სატრფოდ იგი უნახავს,

ყველა სიკეთე რადგან მასში შემოუნახავს…