იცით თუ არა,რომ
1. უძველესი ცივილიზაციის – ეტრუსკების დამწერლობა,მეტად უჩვეულო და თავისებური წერის სტილით გამოირჩეოდა.პირველი სტრიქონი მარცხნიდან მარჯვნივ იწერებოდა,მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ასე გრძელდებოდა უკანასკნელ სტრიქონამდე.
2. გლადიატორთა უკანასკნელი ბრძოლა რომში ჩვ.წ.აღ-ით 445 წელს გაიმართა. (ავტორი გენია.ჯი)
3. საფრანგეთის ეროვნული გმირი ქალის – ჟანა დ’არკის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “იესო!”
4. სინტოიზმი,ანუ “ღმერთების გზა” პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული,იაპონიის უმთავრესი რელიგიაა.
5. ძვ.წ.აღ-ით 3100 წელს გაერთიანებული ეგვიპტის ტახტზე ასული პირველი ფარაონიდან,მენესიდან მოყოლებული, ძვ.წ. 323 წლამდე ეგვიპტეს ფარაონთა 31 დინასტია მართავდა.
6. “კონკისკადორი” ესპანური სიტყვაა და დამპყრობელს აღნიშნავს.
7. ავსტრალიელი აბოროგენების ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლები მოსალოდნელი წყალდიდობის დროს თავიანთ დამარხულ ნათესავებსა და ახლობლებს საფლავიდან იღებენ,ათავსებენ ხის ფუღუროში,რის შემდეგაც გულმოდგინედ გმანავენ ღრიჭოებს.
8. დიდი ფრანგი მწერალ-ჰუმანისტის – ფრანსუა რაბლეს უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “მივდივარ რაღაც უფრო დიდის საძებნელად”. (ავტორი გენია.ჯი)
9. მღრნელების რიგის ყველაზე დიდი წარმომადგენელია – კაპიბარა (ზღვის გოჭი – ბინადრობენ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში).მათი სიგრძე 1 მეტრი,ხოლო მასა 50 კილოგრამსაც კი აღწევს.
10. ძველბერძნული ღვთაების – ათენას სიმბოლოს – ბუ წარმოადგენდა.