ჯონ მილტონი – “ეპიზოდი”

გენიალურ ინგლისელ მწერალსა და პოეტს – ჯონ მილტონს (1608-1674 წლები),რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა უნიკალური პოემის – “დაკარგული სამოთხის” დაწერით,ერთ დღეს მეგობარი ვილფერდი ეწვია.ცნობილია,რომ მილტონს ძალიან ანჩხლი და კაპასი ცოლი ჰყავდა.მეგობრებს შორის გამართული დიალოგისას ვილფერდმა ცოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადრება და თქვა:

- ცოლი კაცისთვის ცხოვრების გზაზედ ამოსული ვარდია.

მილტონმა გაიღიმა და მეგობარს მრავალმნიშვნელოვნად მიუგო:

- მართალი ბრძანებაა! მე მაგას ეკლებზე ვატყობ! (ავტორი გენია.ჯი)