ოსკარ კოკოშკა – “ეპიზოდი”
ჩეხური წარმომავლობის მქონე დიდმა ავსტრიელმა მხატვრმა და ავსტრიული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ – ოსკარ კოკოშკამ (1886-1980 წლები),ქვეყნის დედაქალაქ ვენაში 1911 წელს პერსონალური გამოფენა მოაწყო.აღნიშნულ გამოფენას სხვა ცნობილ ავსტრიელებთან ერთად ქვეყნის ტახტის მემკვიდრე – ერც-ჰერცოგი ფრანც ფერდინანდიც ეწვია.მას შემდეგ,რაც ფერდინანდმა ოსკარის მიერ შექმნილი იმ დროისათვის სრულიად ახალი ხელოვნების მიმდინარეობის – ექსპრესიონიზმის ნიმუშები იხილა,იმდენად აღშფოთდა,რომ ხმამაღლა შესძახა: ” – ასეთი სურათების მხატვარ ბატონს ძვლები უნდა გადაუმსხვრიო!” (ავტორი გენია.ჯი)
ოსკარ კოკოშკას ერთ-ერთი ექსპრესიონისტული ტილო