ვოლფ მესინგის შესახებ…
ვოლფ მესინგი (1899-1974 წლები) – წარმოადგენდა პოლონეთში დაბადებულ ებრაული წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილ ტელეპატს,მენტალისტს,საესტრადო არტისტსა და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცულ პიროვნებას.მისი ძირითადი სამოღვაწევო არეალი ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო და აღნიშნული იმპერიის მოქალაქეობასაც ფლობდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი მესინგი ბერლინში ყოფნისას შიმშილისაგან,სიცივისაგან და ზედმეტი დაღლილობისაგან – “კატალეფსიაში” ჩავარდა (სრული ან ნაწილობრივი გაშეშება,რაც აღინიშნება ზედმეტი მღელვარების,ნერვული ან ფსიქიკური დაავადების დროს,ასევე ჰიპნოზის მოქმედებისას).იგი შემთხვევით აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში (არ ესინჯებოდა პულსიც),რის შემდეგაც სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.თუმცა,მედიკოსებმა ბავშვი მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანეს და მისი სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს.ყოველივე ამის შემდეგ,ვოლფი მორგში გადაიყვანეს სადაც სამი დღე დაჰყო. (ავტორი გენია.ჯი) სამი დღის შემდეგ კი,ერთ-ერთმა სტუდენტმა-პრაქტიკანტმა ბავშვს სიცოცხლის ნიშნები შეატყო და იგი კვლავ პალატაში იქნა გადაყვანილი სამკურნალოდ.აღნიშნული ფაქტით უმალვე დაინტერესდნენ სხვადასხვა განხრის მედიკოსები,მათ შორის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები,რომლებიც გაოცებული იყვნენ ბავშვის ორგანიზმის მიერ გამოჩენილი საოცარი თვითგადარჩენის უნარით.საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ,მესინგმა თავისი პირველი ფული შემდეგი გზით გამოიმუშავა: სხვადასხვა საცირკო წარმოდგენებზე,პუბლიკის წინაშე “კატალეფსიაში” ვარდებოდა და რამდენიმე ხნის შემდეგ,ჩვეულებრივ “ცოცხლდებოდა”.გარდა ამისა,საცირკო წარმოდგენებზე ილუზიონისტად იმუშავა,თუმცა მოგვიანებით “საესტრადო ტელეპატია” ჩამოაყალიბა და მალევე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში.ვოლფის უმთავრესი ასისტენტის ფუნქციებს,მისივე მეუღლე – აიდა მესინგი-რაპოპორტი ასრულებდა.მის მიერ განხორციელებული საოცარი სეანსებით არა მარტო უბრალო ადამიანების ყურადღება,არამედ თავად სტალინის ყურადღებაც კი დაიმსახურა.მანამდე კი, 1937 წელს იწინასწარმეტყველა,რომ თუკი ადოლფ ჰიტლერი აღმოსავლეთისაკენ დაიძრებოდა,მისი არმია საშინელ მარცხს განიცდიდა,თავად კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა (რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა).აღნიშნული განცხადების შემდეგ,იგი საშინლად აწამეს და კარცერში გაამწესეს.სწორედ აღნიშნულ პერიოდში გამოამჟღავნა მან ტელეპატიის საოცარი უნარი.ერთი ვერსიის თანახმად,მესინგმა ზედამხედველები და ციხის უფროსი ჰიპნოზის ქვეს მოაქცია და ასე შეძლო ციხის ტერიტორიის დატოვება.გერმანიიდან გაქცევის შემდეგ საბჭოთა კავშირში გადავიდა,სადაც სტალინი გაიცნო.საბჭოთა ბელადმა იმისათვის,რომ მესინგის საოცარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო,იგი კრემლში გამოიძახა.მას შემდეგ,რაც ვოლფი სტალინის წინაშე წარსდგა,მისთვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი სახის დავალება: მესინგს ყოველგვარი საბუთებისა და დოკუმენტების გარეშე უნდა გამოეტანა “წითელი იმპერიის” ცენტრალური ბანკიდან იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 100 000 მანეთის ოდენობით.ვოლფი,ჩეკისტების ჯგუფთან ერთად ბანკისაკენ დაიძრა.ხელთ,დიდ ტელეპატს მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ფურცელი ეპყრა და ამავე ფურცლით მიადგა ბანკის სალაროს.ჩეკისტები გაოგნდნენ მას შემდეგ,რაც მოლარემ მესინგს 100 000 მანეთი გადაუთვალა და გადასცა.
მიუხედავად ასეთი გასაოცარი ქმედებისა,სტალინმა მაინც ვერ დაიკმაყოფილა ცნობიმოყვარეობა და ვოლფ მესინგს,კიდევ ერთი დავალება მისცა: მას ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე უნდა შეეღწია კრემლის ტერიტორიაზე და ამავე გზით მოხვედრილიყო სტალინის კაბინეტში (ცნობილია,რომ კრემლის დაცვის გარნიზონი სპეციალურად იქნა გაფრთხილებული).ვოლფ მესინგმა კი აღნიშნული დავალება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეასრულა და სტალინს კაბინეტში წარუდგა.როდესაც სტალინმა მესინგს ჰკითხა,თუ როგორ მოახერხა მის კაბინეტში მოხვედრა,ტელეპატმა უპასუხა,რომ მან დაცვას თავი ისე მოაჩვენა,თითქოს ლავრენტი ბერია იყო.
ვოლფ მესინგმა,თავისი საოცარი მოღვაწეობის მანძილზე არა მარტო უდიდესი პოპულარობა და წარმატება,არამედ დიდი განსაცდელებიც გამოიარა.მისი თანამედროვეები, XX საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ ადამიანს ახასიათებდნენ,როგორც მეტად მამაც და ძლიერ პიროვნებას,რომელიც თავისი გასაოცარი შესაძლებლობებით ნამდვილად ღირსი იყო განსაკუთრებული ყურადღებისა. (ავტორი გენია.ჯი)