ღირსი გაბრიელის შეგონებანი…
1. “თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება,შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ,დავამთავრებ ლოცვას და მერე მოგხედავო,აი,ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება,ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი,ლოცვა ცოდვად შეერაცხაო”.
2. “უხერხულია ვინმესგან მოითხოვო ის,რაც არ მიგიცია მისთვის”.
3. “ნეტავ შეიცნოთ ღმერთი,ნეტავ გაუგოთ ღმერთს!”
4. “ილოცეთ ყველასათვის,ამას გიტოვებთ ანდერძად.ილოცეთ,ლოცვა მთებს დაძრავს’.
5. “თუ არ დაეცი,ღვთის ძალას ვერ შეიცნობ.მე რომ ცოდვილი არ ვიყო,ცოდვილებს რა შემაყვარებდა”.
6. “უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს.როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია,თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ,ფეხშიშველი გამოვდივარ.ხალხი რომ მიყურებს და იცინის,მაშინ ვმდაბლდები,ვხედავ ჩემს თავს,რა ნაგავიც ვარ”.
7. “ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს”.
8. “სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს,მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული,კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს”.
9. “იცხოვრე ისე,რომ მარტო ღმერთს კი არა,ადამიანებსაც უყვარდე.ამაზე დიდი არაფერია”.
10. “ღმერთის სახელს როცა ახსენებ,ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო”.