“საფულეს” შესახებ…
საფულე – თანამედროვე პერიოდში ძირითადად ტყავისაგან ან სხვადასხვა სახის ქსოვილისაგან მზადდება.პირველი საფულეების გამოყენება კაცობრიობამ მცირე აზიის დასავლეთით მდებარე ისტორიულ ქვეყანაში – ლიდიაში დაიწყო (დღევანდელი თურქეთი).თუმცა,მისი პირვანდელი სახე დღევანდელისაგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა და მცირე ზომის ტომრების სახე ჰქონდა მიცემული. (ავტორი გენია.ჯი) ამის უმთავრესი მიზეზი კი გახლდათ ის,რომ ლიდიის მაცხოვრებლები ძვ.წ.აღ-ით 640-630-იან წლებიდან ფულად ერთეულებად მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის მრგვალი ფორმის მქონე მონეტებს იყენებდნენ.მოგვიანებით,საფულეების გამოყენება სხვა ქვეყნების მოსახლეობამაც დაიწყო,მათ შორის ძველმა ეგვიპტელებმაც,სადაც არაერთი უძველესი საფულე იქნა სხვადასხვა ფრესკებზე ასახული.მათ არა მარტო ფულისათვის,არამედ სხვადასხვა ძვირფასეულობის შესანახადაც იყენებდნენ.გარდა ამისა,საფულეებს ერთგვარ მაგიურ ნივთადაც მოიხსენიებდნენ.ძველ ჩინეთსა და იაპონიაში,საფულის ფუნქციას ტყავისაგან ან აბრეშუმის ძაფისაგან დამზადებული თასმები ასრულებდა,რადგან ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ყოველი მონეტის შუა გული გახვრეტილი იყო,ისინი გახვრეტილი ადგილებით თასმებზე იყო აცმული.საფულის დასამზადებლად ტყავის გამოყენება,პირველად რომაელებმა დაიწყეს.მდიდარი რომაელები თავიანთ საფულეებს სხვადასხვა ძვირფასი ქვებითაც ამკობდნენ.რაც უფრო ბევრი ძვირფასი ქვით იყო შემკული მათი საფულე,მით მეტად უსვამდა იგი ხაზს მათ სოციალურ აღმატებულებას სხვადასხვა დაბალი სოციალური ფენებთან.გარდა საფულეების პირდაპირი დანიშნულებისა,მრავალი რომაელი მანდილოსანი ამ აქსესუარს კოსმეტიკის შესანახადაც გამოიყენებდა.შუა საუკუნეებიდან,საფულეების დამზადების ოსტატებმა,მათთვის სხვადასხვა ფორმების მიცემა დაიწყეს და იგი ძალიან პოპულარულ და აუცილებელ ნივთადაც იქცა.ის სახე,რომელიც თანამედროვე საფულეებს დღემდე შემორჩათ, XII საუკუნიდან იღებს სათავეს და მათ – “ომონერებს” უწოდებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ იმავე პერიოდიდან დაიწყო მოსახლეობამ საფულით რიგი დოკუმენტების,რელიგიური რელიქვიებისა და სხვადასხვა პირადი ნივთებისთვის ტარება.მას შემდეგ,საფულე ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანეს აქსესუარად იქცა და დღეისათვის იგი ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად ნივთად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
XII საუკუნეში შემოღებული თანამედროვე საფულის წინამორბედი – “ომონერი”