ჰავასუპაის ხალხი

ჰავასუპაის ხალხი (თვითსახელწოდება – ჰავასუბაია,ადგილობრივი კოჩიმი-იუმანური ენიდან ითრგმნება,როგორც – “ადამიანები ფირუზისფერი წყლებიდან”) – წარმოადგენენ ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ხახლს,რომლებიც დღემდე სახლობენ არიზონას შტატის ჩრდილო-დასავლეთით (ამერიკის შეერთებული შტატები).აღნიშნული ხალხი ცნობილია,როგორც ყველაზე ხანგრძლივად და ძველ მაცხოვრებელ ხალხად თანამედროვე “დიდი კანიონისა”. (ავტორი გენია.ჯი) ამ რეგიონში ისინი უკვე 800 წელიწადზე მეტია ცხოვრობენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საფოსტო მომსახურება,ისევე როგორც ადრეულ საუკუნეებში,ამ ხალხში კვლავ ჯორის მეშვეობით ხორციელდება.მათი განსახლების არეალი უმდიდრესია,კანიონის ულამაზესი ბუნებითა და ჩანჩქერებით,რის გამოც რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული ტურიზმი. (ავტორი გენია.ჯი) ეწევიან ნახევრად-მომთაბარე ცხოვრების წესს.გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდებს კანიონის მიწებზე ატარებენ.ხოლო ზამთრისა და შემოდგომის ეტაპებს კი ზეგნებზე ნადირობით ირჩენენ თავს.

1882 წელს ამერიკის მთავრობამ ჩამოაყალიბა ჰავასუპაის ინდიელთა რეზერვაცია,კანიონის ტერიტორიაზე,რომელსაც სულ რაღაც 2,1 კვადრატული კილომეტრი ფართობი ეკავა.93 წლის მანძილზე ისინი ამავე რეზერვაციაში ცხოვრობდნენ მანამ,სანამ სახელმწიფომ მათ 750 კვადრატული კილომეტრი ფართობი არ გადასცა.2000 წლის მონაცემების მიხედვით “ჰავასუპაის ხალხი”-ს რაოდენობა 639 ადამიანისაგან შედგება.ხოლო 200-მდე ადამიანი მათი წარმომავლობის მქონედ არის მიჩნეული,თუმცა მათ ასიმილაცია განიცადეს სხვა ხალხებთან.”ჰავასუპაის ხალხს” განაგებს საბჭო,რომელთაც “დემოკრატიული” ხმათა უმრავლესობით ირჩევენ 2 წლის ვადით და სულ საბჭო 7 ადამიანისაგან შედგება.მათ უმთავრეს შემოსავლის წყაროდ ტურიზმი მიიჩნევა და ამ საქმით (როგორც გიდები),ფაქტიურად ყველა მათგანია დაკავებული.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ისინი ერთადერთი ინდიელი ხალხია ამერიკაში,რომლებიც 100 % საკუთარ კოჩიმი-იუმანური ენის დიალექტზე საუბრობს.