დიოგენე სინოპელი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,ცინიკოსი და კინიკური სკოლის ფუძემდებელი – დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),ერთ-ერთმა სიმდიდრით სახელგანთქმულმა ბერძენმა საკუთარ მდიდრულ სახლში მიიწვია.დიოგენემ მიწვევა მიიღო და მდიდარ თანამოქალაქეს სახლში ეწვია.მას შემდეგ,რაც დიოგენე სინოპელმა მდიდრულ სახლში შედგა ფეხი,მასპინძელმა თავის სტუმარს განუცხადა:
- ხედავ,ირგვლივ როგორი წესრიგი და სისუფთავეა? იცოდე,წესიერად მოიქეცი და არსად დააფურთხო.
მდიდარი მასპინძლის ესოდენ თავხედური წინადადებით გაბრაზებულმა ფილოსოფოსმა,მხრები აიჩეჩა,მიიხედ-მოიხედა და მას პირდაპირ სახეში შეაფურთხა,რის შემდეგაც მიუგო:
- ამაზე შესაფერის ადგილს გადასაფურთხებლად ირგვლივ ვერსად ვერ ვხედავ, – და უმალვე დატოვა მისი სახლი. (ავტორი გენია.ჯი)