იცით თუ არა,რომ
1. საბჭოთა კავშირის იმპერიის ფუძემდებელი და ათეისტური ხედვებით ცნობილი ბელადი – ვლადიმერ ლენინი,სიკვდილის წინ მაგიდებსა და სკამებს შესთხოვდა ცოდვების მიტევებას.
2. ერთ-ერთი კათოლიკური წმინდანის – მარტინის სიმბოლოს – ბატი წარმოადგენს.
3. 1312 წლის 22 მარტს,რომის პაპის – კლიმენტი VII-ეს ბრძანების საფუძველზე გაუქმებულ იქნა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სამხედრო-რელიგიური ორდენი – “ტამპლიერები”, ანუ ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები. (ავტორი გენია.ჯი)
4. ფარშევანგი – ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,უზენაესი ქალღმერთის – ჰერას საყვარელ ფრინველად განიხილებოდა.
5. ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში მდებარე – მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში,გასათხოვარი ქალის სიმსუქნე მისი სილამაზის,ჯანმრთელობის,ძალისა და კეთილდღეობის მანიშნებელია.შესაბამისად,გასათხოვარი მავრიტანიელი ქალისათვის სიმსუქნე გათხოვების თითქმის აუცილებელი წინაპირობაა.
6. პირველი ამერიკის შეერთებული შტატების დოლარები ვერცხლის მონეტებისაგან მზადდებოდა.
7. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება,სახლში “როტვეილერის” ჯიშის ძაღლი ჰყავდეს.აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის კანონმდებლებმა მას შემდეგ მიიღეს,რაც როტვეილერმა ორი მცირეწლოვანი გოგონა დაგლიჯა (მოკლა).
8. ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ და ყოვლისმომცველ – “დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში”, – კოცნის შესახებ არც ერთი სტატია არ იყო გამოქვეყნებული.
9. პირველი დოკუმენტალურად დადასტურებული – ქრისტესშობის დღესასწაული 336 წლის 25 დეკემბერს იქნა აღნიშნული რომში. (ავტორი გენია.ჯი)
10. კაცობრიობის ისტორიაში პირველი ჰიპერინფლაცია,ჩინეთში 166 წელს მოხდა.აღნიშნული ჰიპერინფლაციის მიზეზი კი დაკავშირებული გახლდათ ქაღალდის ფულის შემოღების პირველ მცდელობასთან.