პაბლო ემილიო ესკობარ გავირია – “ეპიზოდი”
პაბლო ემილიო ესკობარ გავირია (1949-1993 წლები) – წარმოადგენდა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლუმბიელ “ნარკობარონს” მსოფლიო ისტორიაში,რომლის ქონებაც სახელოვანმა ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “Forbes”-მა 1989 წელს 47 მილიარდ დოლარად შეაფასა.გარდა ამისა,იგი XX საუკუნის ყველაზე უსასტიკეს და თავხედ დამნაშავედ არის მიჩნეული,არა მარტო კოლუმბიაში,არამედ მთელს მსოფლიოშიც კი.მისი მითითებით კლავდნენ პროკურორებს,ჟურნალისტებს,აფეთქებდნენ სამოქალაქო თვითმფრინავებს და თავად იღებდა მონაწილეობას მრავალი მსხვერპლის სიკვდილით დასჯაში.მიუხედავად ამისა ესკობარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლუმბიელ ახალგაზრდებსა და რარიბი ფენის მოსახლეობაში.მის სახელზე ირიცხებოდა 34 საცხოვრებელი ადგილი,რომელთა საერთო ტერიტორია 500 000 ჰექტარს შეადგენდა.მასვე,დიდი სიყვარული გააჩნდა ძვირადღირებული მანქანების მიმართ,რომელთა შორის განსაკუთრებით “როლს-როისი”-ს მარკის ავტომობილებს აფასებდა და მისი საავტომობილო პარკი,გარდა სხვადასხვა ათეულობით ზვირფასი ავტომობილისა,40 ერთეული “როლს-როისი”-განაც შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ესკობარი ფლორისა და ფაუნის მოყვარულიც გახლდათ,რის გამოც საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღო მის სახლტან ახლოს საფარის-ზოოპარკის შექმნისათვის,სადაც 120 ანტილოპა,30 აფრიკული კამეჩი,6 ბეჰემოტი,3 სპილო,2 მარტორქა და სხვა ცხოველები ბინადრობდნენ.გარდა ამისა მისივე მითითებით შეიქმნა 20 ხელოვნური ტბა,6 უზარმაზარი აუზი და პირადი,მცირე ზომების მქონე აეროპორტი.