გალაკტიონ ტაბიძის ნააზრევი…
1. “მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე…”
2. “მე მგონია,ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნიერების,რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში.მე მგონია არასდროს არ განმნეორდება ის დაუბრუნებელი წამები,მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით.რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია,ოლოლ,მეშინია!”
3. “დედამიწის ზურგზე კაცი არაა,რომელიც ისე მოწყობილიყო,როგორც მას უნდოდა.საბოლოოდ მოწყობას როდი უნდა უცადო.კვალდაკვალ უნდა ისარგებლო”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “არაფერი იმაზე სამწუხარო არ არის რა,როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას.ერთადერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში – სიყმაწვილეა,ახალგაზრდობაა.როცა ამ ხანასაც სიმწუხრეში ვკლავთ,გვინდა,რომ მწუხარებაში ვიყოთ,ამაზე უფრო სიგიჟე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ,თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას,თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიკურ არსებებად გვქმნის”.
5. “მე ვიცი,რომ არაფერი ისეთი არ გადამხდება თავს,რაც სხვას არ გადახდენია.მე ვიცი,რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს,რომელშიაც კაცობრიობაა მომწყვდეული”.
6. “სიტყვით ნათქვამი,ყველასათვის გასაგონი მწუხარება – ყალბიცაა და დამამახინჯებელიც!” (ავტორი გენია.ჯი)