სანტჰარა – (ჯაინიზმის რელიგიური სუიციდი)
ინდოეთში,ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში – ჯინო მაჰავირას მიერ დაარსებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას,რომელსაც – ჯაინიზმს უწოდებენ,არსებობს ერთობ გავრცელებული პრაქტიკა,სახელწოდებით – “სანტჰარა”.აღნიშნული პრაქტიკა მდგომარეობს იმაში,რომ ჯაინიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების მიმდევრები (ძირითადად განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები),ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე უარს აცხადებენ ნებისმიერი სახის საკვების მიღებაზე,რაც თავისთავად იწვევს მათ უცილობელ გარდაცვალებას. (ავტორი გენია.ჯი) ჯაინიზმის მიმდევრები,სწორედ ასეთი მეთოდით ჩადენილ სუიციდს მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზად მარადიული სიკვდილისაგან გასაქცევად და სულების რეინკარნაციის მისაღწევად.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “სანტჰარას” პრაქტიკას უმეტეს შემთხვევაში გამოიყენებენ არა ჯაინისტი სასულიერო პირები (მცირე რაოდენობით),არამედ ჩვეულებრივი მორწმუნეები.დღევანდელი მონაცემების თანახმად,”სანტჰარას” სუიციდის აქტით დაღუპულებიდან 60% ჯაინიზმის მიმდევარი ქალია.”სანტჰარა”,თავის მხრივ საჯარო სუიციდის აქტია და სიკვდილის წინაშე მყოფი ადამიანის მონახულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად ტელევიზიითაც კი გადასცემენ და გაზეთებშიც უძღვნიან მრავალ სტატიებს.შესაბამისად,მოსახლეობისათვის ცნობილი ხდება ის ადგილები,სადაც ჯაინიზმის მიმდევრები აღასრულებენ “სანტჰარას” აქტს.”სანტჰარას” ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის აქტი,ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონს ეკუთვნის,რომელიც 87 დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.მის სანახავად კი,საერთო ჯამში 20 000 ადამიანი მივიდა.მიუხედავად იმისა,რომ თვითმკვლელობა სიცოცხლის დასრულების ყველაზე საშინელი მეთოდია,ინდოეთის კანონმდებლობით “სანტჰარას” პრაქტიკა არ იკრძალება,რის გამოც მრავალი მორწმუნე ჯაინისტი,სწორედ აღნიშნული მეთოდით ასრულებს სიცოცხლეს. (ავტორი გენია.ჯი)