ჯულიუს რობერტ ოპენჰეიმერის შესახებ…
ჯულიუს რობერტ ოპენჰეიმერი (1904-1967 წლები) – წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოს-თეორიტიკოსს,კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) პროფესორს,ამერიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრსა და საყოველთაოდ ცნობილი “მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელს.სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ისტორიაში პირველი ატომური ბომბი,რის გამოც,მას დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “ატომური ბომბის მამა”. (ავტორი გენია.ჯი) აქვე,აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ოპემჰაიმერის მიერ შექმნილი ორი ატომური ბომბი,სახელწოდებებით – “ბიჭუნა” (ჩამოაგდეს ჰიროსიმაზე 1945 წლის 6 აგვისტოს) და “სქელუა” (ჩამოაგდეს ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს),გახდა იმ საშინელი ტრაგედიის მიზეზი,რომელიც დღემდე უდიდეს და მოუშუშებელ იარად სდევს “ამომავალი მზის” ქვეყანას – იაპონიას,სადაც რამდენიმე ათასი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.აღნიშნულიდან გამომდინარე,ოპენჰაიმერს მრავალმა ცნობილმა ადამიანმა,”უდანაშაულო ადამიანების სისხლით შეღებილ ხელებში” დასდო ბრალი.”ნობელის პრემიის” ამერიკელი ლაურეატი და ცნობილი ფიზიკოსი – ისიდორ აიზეკ რაბი (1898-1988 წლები) წერდა: “მე სულაც არა ვარ მარტივი ადამიანი,თუმცა ოპენჰაიმერთან შედარებით ძალიან უბრალო ადამიანად გამოვიყურები”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ჯულიუსს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიიჩნევენ.მიუხედავად იმისა,რომ “ატომური ბომბის მამის” ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ იარაღს,იგი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული პროგრამისა და პოლიტიკისა.ჯულიუსი კარგად გაეცნო ძველ ინდურ წიგნებს და ინტერესდებოდა მისტიციზმით.იყო კომუნისტი,მოგზაური და თავისი ქვეყნის პატრიოტი.გარდა ამისა,გახლდათ ერთობ რელიგიური ადამიანი.ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ბიოგრაფია სავსეა ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით.მოგვიანებით,მისი ბიოგრაფია,სახელწოდებით – “ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია”,დაწერილ იქნა კაი ბერდისა და მარტინ შერვინის მიერ,სადაც დეტალურად არის აღწერილი დიდი ფიზიკოსის პირადი თუ საზოგადო-სამეცნიერო ცხოვრება.
ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი რომელსაც სტუდენტები “ოპის” სახელით მოიხსენიებდნენ,საკმაოდ კარგად დაეუფლა და შეისწავლა სანსკრიტული ენა.მაშინ როდესაც 1945 წლის 16 ივლისს ალამოგორდოს უდაბნოში (ნიუ-მექსიკოს შტატი,ამერიკის შეერთებული შტატები),გამოსცადეს პირველი ატომური ბომბი “Gadget”-ი,”მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელი ციტირებდა ინდუიზმის წმინდა ტექსტებს.როგორც შემდგომში თავად განაცხადა,იმ მომენტში მან ეს სრულიად შემთხვევით გააკეთა,რადგან მის გონებაში ატომური ბომბის გამოცდისას მხოლოდ ინდუიზმის მთავარი ლიტერატურული ძეგლის – “ბჰავაგავადვიტა”-ს (ღვთის ნამღერი) სიტყვები მოუვიდა.
მიუხედავად უდიდესი “წარმატებისა”,ოპენჰეიმერის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მაინც უარყოფითად იყო განწყობილი. ფ.ბ.რ-ის მონაცემების თანახმად,ჯულიუსი გამოირჩეოდა რევოლუციური და სახელმწიფოსთვის ერთობ საშიში გამონათქვამებით.ამასთანავე,გათვალისწინებული გახლდათ ისიც,რომ ისიც და მისი მეუღლეც კომუნისტები იყვნენ,რასაც ჯულიუსის კარიერის საბოლოოდ დასამარება მოჰყვა.სწორედ ამიტომ აღნიშნა ოპენჰეიმერის შესახებ გენიალურმა ალბერტ აინშტაინმა:
“ოპენჰეიმერის პრობლემა მდგომარეობდა იმაში,რომ მას უყვარდა ქალი,რომელსაც იგი არ უყვარდა: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა”. (ავტორი გენია.ჯი)