ელეგანტური ქსანტორია
ელეგანტური ქსანტორია - ინგლისურ ენაზე “Xanthoria elegans”,წარმოადგენს ლიქენების ოჯახის სოკოს (ორგანიზმები რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისაგან),Teloshcistaceae-ს სახეობის,ქსანტორიასებრთა გვარისა.აღნიშნული ეპილიპტური ფოთლოვანი წითელ-ნარინჯისფერი ლიქენი,განსაკუთრებით გავრცელებულია არქტიკული რეგიონების მთებში.გარდა ამისა გავრცელებულია აზიის ზოგიერთ მთიან მასივებში და ულამაზეს წითელ-ნარინჯისფერ ფერთა გამის ფონს ჰქმნიან. (ავტორი გენია.ჯი) 2008 წლის თებერვლის თვეში,მასზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაატრეს ექსპერიმენტი,რა დროსაც სპეციალური კონტეინერის მესვეობით,რომლებშიც სხვადასხვა მიკროორგანიზმებიც იყო მოთავსებული,18 თვის განმავლობაში ღია კოსმოსში,ყოველგვარი ჟანგბადის გარეშე იმყოფებოდა.აღსანიშნავია ის გარემოებამ,რომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციას ყველაზე მეტად სწორედ “ელეგანტურმა ქსანტორიამ” გაუძლო და როდესაც იგი დედამიწაზე დააბრუნეს,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მან კვლავ გააგრძელა სიცოცხლე (გაზრდა).