გურამ საღარაძის მოსაზრება…
“საერთოდ,სულიერ ცხოვრებას მივსდევ,მორწმუნე გახლავართ,მაგრამ არა თავგადაკლული,თუმცა ეკლესიაშიც დავდივარ.ჩემი რაღაც-რაღაცეები და ჩემი ხატებიც მაქვს… მწამს ღვთის და არ მინდა ისე მოვკვდე,რომ ჩემი ქვეყანა გამთლიანებული არ ვნახო,ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი საწუხარია.მინდა,მოხდეს შერიგება იმ ადამიანების,რომელთაც უფლება არა აქვთ იცხოვრონ ისე,როგორც დღეს ცხოვრობენ.რომელი პოლიტიკური მრწამსისაც არ უნდა იყო,ამ ჩვენს სიკეთით სავსე ქვეყანაში,უფლება არა გვაქვს,რომ ყველამ ერთად არ გადავლახოთ ობიექტური თუ სუბიექტური წინააღმდეგობები და ერთად არ ვიყოთ.ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება – ყველანი ვლაპარაკობთ ამას,მაგრამ საქმით წინ ვერ გავედით.ოპტიმისტი კაცი ვარ და, მიუხედავად ყველა სიძნელისა,მწამს და ამას ათასჯერ გავიმეორებ,რომ მოვა ეს დღე… ამ ქვეყნის პატრონებს უფლება არ გვაქვს,ცუდად ვიცხოვროთ,გალაკტიონისა არ იყოს: “შეხედე რა ცაა,ესაა რაცაა!” (ავტორი გენია.ჯი)