მარია დიკინის მედალი
მარია დიკინის მედალი – წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო ჯილდოს,რომლითაც ჯილდოვდებიან ის ცხოველები ან ფრინველები,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი დაიდეს ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციაში ერთგული სამსახურისა და სიმამაცისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ჯილდო დაარსებულ იქნა 1943 წელს – მარია დიკინის მიერ,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ცხოველთა დახმარების საქველმოქმედო ორგანიზაციის PDSA-ს დამაარსებელს.მედალი მზადდება ბრინჯაოსაგან და მის ავერსზე გამოსახულია დაფნის გვირგვინი წარწერით: “ჩვენც ვმსახურობთ”,ხოლო რევერსზე კი აწერია: “მამაცობისათვის”.ჯილდო გაიცემა ლონდონის ვიცე-მერის მიერ.თავდაპირველად – “მარია დიკინის მედალი” გადაეცემოდათ იმ ცხოველებსა თუ ფრიველებს,რომელთაც თავი გამოიჩინეს ერთა თანამეგობრობაში სამხედრო ან სამოქალაქო სამაშველო სამსახურით.პირველი ჯილდოები გადაცემულ იქნა იმ საფოსტო მტრედებზე,რომლებმაც რიგი საიდუმლო დოკუმენტები გადაიტანეს დანიშნულების ადგილზე. 1943-1949 წლებში,მეორე მსოფლიო ომში წარმატებული სამსახურისათვის 32 მტრედი, 18 ძაღლი, 3 ცხენი და ერთი კატა – საიმონი (სამხედრო ხომალდის – “ამეტისტის” ეკიპაჟის “წევრი”) დაჯილდოვდა.აღნიშნულ ჯილდოს დიდ ბრიტანეთში მობინადრე ცხოველებისათვის ისეთივე დანიშნულება ენიჭება,როგორიცაა – “სამეფო ვიქტორიანულ ორდენი”,რომლებიც მხოლოდ ადამიანებს გადაეცემათ. 2004 წლის შემოდგომაზე,ლონდონში გაიხსნა ძეგლი,რომელიც მიძღვნილ იქნა ყველა იმ ფრინველსა თუ ცხოველზე,რომლებმაც ადამიანებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადსახვა სამხედრო კონფლიქტებში.მონუმნეტზე კი მკვეთრად არის გამოსახული – “მარია დიკინის მედალი”. (ავტორი გენია.ჯი)