ჟამელ დებუზი

ჟამელ დებუზი - დაიბადა 1975 წლის 18 ივლისს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი წარმოადგენს მაროკოული წარმომავლობის მქონე დიდ ფრანგ მსახიობს,შოუმენსა და პროდიუსერს.იგი ექვს დედმამიშვილს შორის ყველაზე უფროსია და დღესდღეობით პარიზის ქალაქგარეთ ტრაპის რაიონში ცხოვრობს.მიუხედავად მისი საკმაოდ დაბალი სიმაღლისა (165 სანტიმეტრი),იგი თანამედროვე ფრანგული კინოს ყველაზე მოთხოვნად მსახიობად მიიჩნევა.კარიერის დასაწყისში მოღვაწეობდა ტრაპში მდებარე,მერიზეს რაიონის თეატრალურ ჯგუფში – “დეკლიკ თეატრში”,რომელსაც ალენ დეგუა ხელმძღვანელობდა.სწორედ აღნიშნულ თეატრში გადადგა ჟამელმა პირველი ნაბიჯები სამსახიობო ხელოვნებაში.ამავე პერიოდში საფრანგეთში გამართულ ახალგაზრდა მსახიობთა ფინალშიც კი მოხვდა,რომელიც საფრანგეთის თეატრალური იმპროვიზაციის ლიგის მიერ იყო ორგანიზებული.1990 წლის იანვარში,14 წლის ასაკში დაიზიანა ხელი,მაშინ როდესაც პარიზის მეტროს სარკინიგზო ხაზზე თამაშობდა მეგობართან ერთად.მალე ჯამელის ხელმა საერთოდ დაკარგა ფუნქციონირება და განვითარება.მას შემდეგ ჟამელი,საზოგადოებაში ყოველთვის მარჯვენა ხელით ჯიბეში ჩნდება.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ როდესაც ჟამელმა ხელის ტრამვა მიიღო,ამ დროს იმ მატარებელს მისი მეგობრის ჟან პოლ ადმეტის სიცოცხლე შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა,რომ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახმა,შვილის გაუფრთხილებელ მკვლელობაში ბრალი ჟამელს დასდო.თუმცა სასამართლომ მას ბრალი მალევე მოუხსნა,რადგან ვერანაირი მტკიცებულება ამისა ვერ მოიპოვა.მიუხედავად ამისა ჟამელს დღემდე არაოფიციალურად დებს ბრალს აღნიშნული ოჯახი და მას დიდ დისკომფორტსაც უქმნის.2004 წელს,მაშინ როდესაც ჟამელს კონცერტი უნდა გაემართა,გარდაცვლილი მეგობრის ოჯახმა საპროტესტო აქციაც კი მოუწყო.1992 წელს იგი გადაღებულ იქნა ფილმში “უდაბნოს ლურჯი ქვები”.1995 წელს ჟან-ფრანსუა ბიჟომ და ჟაკ მასადიანმა მას შესთავაზეს “რადიო ნოვაში” ერთ-ერთი რუბრიკის წაყვანა.მისი სატელევიზიო დებიუტი კი შედგა პროგრამა “პარი პრემიერში” და მოგვიანებით გადავიდა Canal+ – ში სამუშაოდ.ამავე დროს მისი სამსახიობო ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ რეჟისორებს და 1996 წელს იღებენ ფილმში “ორი მამა და დედა”.1998 წელს კი ფილმში “ზონა”.2001 წელს იღებენ ფილმში “ამელი”. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაო აღიარება კი ჟამელს მოუტანა კინოფილმებმა – “ასტერიქსი და ობელიქსი: მისია კლეოპატრა”,”ანგელ-ა”,”ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე” და “პატრიოტები”.2004 წლისათვის ჟემალ დებუზის პოპულარობამ იმდენად იმატა,რომ მას პარიზში ოლიმპიური ცეცხლის გატარებაც კი ანდეს.2008 წლის 7 მაისს,დაქორწინდა ცნობილ ფრანგ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანზე – მელისა ტიოროზე და ამ ხნის მანძილზე ორი შვილის (ბიჭი – ლეონი და გოგონა – ლილა) მამა გახდა.დღემდე ჟამელ დებუზი დიდი პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთში და აქტიურად არის ჩართული კინოხელოვნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 
კინოფილმი – “ანჟელ-ა”