ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკო (ჯორჯონე) – “მძინარე ვენერა”
“მძინარე ვენერა” - ინგლისურ ენაზე “Sleeping Venus”,წარმოადგენს უდიდესი იტალიელი მხატვრისა და ვენეციური სახვითი ხელოვნების სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლის - ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკო (1476-1510 წლები),იგივე ჯორჯონეს მიერ გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე 1510 წელს,ტილოზე ზეთის სარებავით დახატულ შედევრ-სურათს.როგორც ცნობილია მხატვარმა სურათის ბოლომდე დახატვა ვეღარ შეძლო,რადგან იგი “შავი ჭირის” ეპიდემიას ემსხვერპლა და იგი საბოლოოდ გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა – ტიციანო ვეცელიმ სრულყო. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახული ვენერა და მის უკანა პლანზე გამოსახული კლდის ნაწილი ჯორჯონეს დახატულია,ხოლო დანარჩენი (პეიზაჟი) კი ტიციანის მიერ.როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან,ტილოზე გამოსახული ზოგიერთი ნიუანსი უცნობი მხატვრის ფუნჯსაც ეკუთვნის.ტილოზე გამოსახული მძინარე სიყვარულის ღვთაება – ვენერა,რომაულ ბაღშია წარმოდგენილი მარადიული გაზაფხულის ფონზე,ისევე როგორც ეს ძველრომაულ პოემებშია მოთხრობილი.აღნიშნული სიუჟეტი ასევე მოთხრობილია XVI საუკუნის ლათინურ პოეზიაშიც.როგორც ვარაუდობენ ჯორჯონემ – ვენერას მძინარე მდგომარეობა,შესაძლოა 1499 წელს ალდო მანუციემის მიერ გამოცემული წიგნის “ჰიპნეროტომაქიული პოლიფილი”-ს გრავიურების მიხედვით შექმნა.ვენერას მძინარე მდგომარეობა,შემდგომ თავის ტილოზე ასახა ტიციანმა – “ურბინელი ვენერა” და ედედუარ მანემ – “ოლიმპია”. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით ჯორჯონეს შედევრი-სურათი – “მძინარე ვენერა” დაცულია გერმანიის ქალაქ დრეზდენის ძველი ოსტატების სამხატვრო გალერეაში და დღემდე აოცებს თავისი გრაციოზული კომპონენტებით დამთვალიერებელს.