გაიუს ფლავიუს ფიბრიას “ცინიკური პასუხი”

თავხედი ხასიათით ცნობილმა ძველრომაელმა პოლიტიკოსმა,მხედართმთავარმა და კონსულის – გაიუს ლუციუს ვალერიუს ფლავკუსის ლეგატმა – გაიუს ფლავიუს ფიბრიამ (ძვ.წ.აღ-ით II-I საუკუნეები),მას შემდეგ,რაც გაიგო დაჭრილი სახელოვანი და სათნოებით ცნობილი რომაელი იურისტის,ორატორისა და ციცერონის მასწავლებლის – კვინტუს მუციუს სცევოლას (ძვ.წ.აღ-ით 140-82 წლები) გადარჩენის ამბავი,უმალვე სასამართლოში უჩივლა მას.როდესაც ფიბრიას ჰკითხეს,თუ რა უნდა დააბრალო ისეთ კაცს,რომლის ღირსებების ჩამოთლას ძნელად თუ შეძლებს ვინმეო,ცინიკური პასუხი გასცა: ” – კარგად რად არ მიუშვირა მახვილს კისერიო”. (ავტორი გენია.ჯი)