ნიპიგონის ტბა
ნიპიგონის ტბა – მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთით განთავსებულ ონტარიოს პროვინციაში.ადგილობრივი ინდიელი ხალხის – ოჯიბვეს ენაზე მოიხსენიებენ,როგორც – “უწყვეტი ტბა”.იგი წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკაში განთავსებული მტკნარი ტბების სისტემის – “დიდი ტბების” სისტემის ნაწილს. (ავტორი გენია.ჯი) გეოლოგიური თვალსაზრისით კი,განეკუთვნება მტკნარწყლიანი მყინვარისპირა – აგასისის უზარმაზარი ტბის აუზს,რომელიც დაახლოებით 10-12 000 წლის წინათ არსებობდა ჩრდილოეთ ამერიკაში.ნიპიგონის ტბა,ონტარიოს პროვინციაში სიდიდით მეოთხე ტბაა.ტბის საერთო ფართობი 4 848 კვადრატული კილომეტრია,მაქსიმალური სიღრმე 165 მეტრი,ხოლო საშუალო სიღრმე 54,9 მეტრი.განთვსებულია,ზღვის დონიდან 260 მეტრ სიმაღლეზე.გარდა ამისა,ტბაში 500-ზე მეტი მცირე მოცულობის კუნძულია.მისგან გაედინება ამავე სახელწოდების მქონე მდინარე,რომელიც ზემო ტბაში ჩაედინება.თავდაპირველად,ტბის სანაპიროზე დასახლებული იყო კრის სამხრეთ ამერიკელი ინდიელი ხალხი,თუმცა XVIII საუკუნეში ისინი განდევნილ იქნენ ოჯიბვეს ხალხის მიერ.ევროპელებისათვის აღნიშნული ტბის არსებობა 1667 წლის 29 მაისს გახდა ცნობილი. 1684 წელს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე აგებულ იქნა პირველი ფორტი,სახელწოდებით – ფორტ ლა ტუორეტი.მოგვიანებით კი,ტბის სანაპიროებზე რამდენიმე სავაჭრო ფაქტორია შეიქმნა,რომლებიც დროთა განმავლობაში მსხვილ დასახლებულ პუნქტებად ჩამოყალიბდნენ.დღესდღეობით,ნიპიგონის ტბის სანაპიროები მეჩხერად არის დასახლებული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტბის ფლორა და ფაუნა ფაქტიურად ხელშეუხებლად არის შემორჩენილი.მისი წყლები მდიდარია თევზით.ულამაზესი ლანდშაფტის გამოისობით იდეალურ ადგილს წარმოადგენს ტურისტებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)