“საბუს დისკი”
“საბუს დისკი” - წარმოადგენს დღემდე ამოუხსნელი და ამოუცნობი დანიშნულების მქონე ისტორიულ არტეფაქტს,რომელიც აღმოჩენილ იქნა 1936 წელს ეგვიპტეში,ცნობილი ინგლისელი ეგვიპტოლოგის – უოლტერ ბრაიანის მიერ,ეგვიპტის სოფელ საკარაში,ერთ-ერთი მოხელის საბუს მასტაბას არქეოლოგიური გათხრებისას (ადრინდელ სამეფოთა პერიოდის ძველი ეგვიპტური სამარხების თანამედროვე სახელწოდება).აღნიშნული არტეფაქტი თარიღდება ძვ.წ.აღ-ით 3000-3100 წლებით.იგი აღმოჩენილ იქნა საბუს სამარხში,თიხის ჭურჭელთან ერთად და ერთი შეხედვით წარმოადგენს ქვისგან დამზადებულ მრგვალი ფრომის მქონე თეფშს,სამი თხელი,ცენტრთან მიერთებული მოღუნული ცილინდრული ფორმის ნაწილებით.იგი დამზადებულია ალევრიტის ქვისაგან (წვრილმარცვლოვანი ფხვიერი ნალექი ქანი,საშუალო თიხასა და ქვისას შორის). (ავტორი გენია.ჯი) მისი ფორმა მრგვალია,თუმცა არა იდეალური სიმრგვალის მქონე და სრული დიამეტრი 70 სანტიმეტრს შეადგენს.აღნიშნული თეფში დღემდე მრავალ კითხვას ბადებს და მისი დანიშნულება უცნობია.არც ის არის დადგენილი თუ რა მეთოდით იქნა ის დამზადებული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “საბუს” დისკს” მსოფლიოში,ანალოგი არ გააჩნია.ეგვიპტოლოგებისთვის და მეცნიერებისათვის გაუგებარია,თუ რატომ აქვს მას ასეთი ფორმა.თუ იგი საკვების თეფშია,მაშინ მისგან სარგებლობა ძალიან რთული და მოუხერხებელი იქნებოდა.გარდა ამისა არც ბორბლის მოდელად გამოდგებოდა,რადგან პირველი ბორბალი ეგვიპტეში მხოლოდ და მხოლოდ ძვ.წ.აღ-ით 1500 წელს მე-18 დინასტიის მმართველობის ხანაში გამოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალი ათასწლეულისა “საბუს დიკზე” აღმოჩენილი არ არის,თუნდაც ერთი ქიმიური კოროზიის ნიშანი,რაც კიდევ უფრო დიდ გაოცებას იწვევს სპეციალისტებში.