ვილამეტის მეტეორიტი – (როგორ მოიპარეს მეტეორიტი)
ვილამეტის მეტეორიტი (ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – უილამეტის მეტეორიტი) – წარმოადგენს რკინა-ნიკელის ქიმიური შემადგენლობის მქონე მეტეორიტს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე (ორეგონის შტატი) დღემდე აღმოჩენილ მეტეორიტებს შორის ყველაზე დიდი,ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეექვსე მეტეორიტია.ვილამეტი დედამიწაზე დაახლოებით ერთი მილიარდი წლის წინათ ჩამოვარდა და მისი საერთო მასა 15,5 ტონაა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ვარაუდობენ,იგი თანამედროვე კანადის ტერიტორიაზე ჩამოვარდა,რადგან მისი აშშ-ში მისი ჩამოვარდნისაგან წარმოქმნილი კრატერი აღმოჩენილ ვერ იქნა.თავდაპირველად,ჩამოვარდნილი ვილამოტის მეტეორიტი აღმოჩენილ იქნა ადგილობრივი ინდიელების მიერ,რომელთაც მოგვიანებით იგი – ვილამეტის ველზე გადაიტანეს (თანამედროვე ორეგონის შტატის ქალაქ ვესტ ლინის სიახლოვეს).დედამიწაზე ჩამოვარდნილი კოსმოსური წარმოშობის მქონე სხეულს (მეტეორიტს) ინდიელები თაყვანს სცემდნენ და მას სახელად – “სტუმარს მთვარიდან” უწოდებდნენ.
მას შემდეგ,რაც თეთრკანიანმა ინდიელები განდევნეს ზემოაღნიშნული რეგიონიდან,ადგილი სადაც,მეტეორიტი იყო განთავსებული შესყიდულ იქნა ერთ-ერთი ორეგონული ფოლადის მწარმოებელი კომპანიის მიერ.თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო,რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტის შესახებ არაფერი იცოდა.
1902 წლის შემოდგომაზე,უელსელმა ემიგრანტმა და პროფესიით მეშახტემ – ელის ჰიუზმა,სრულიად შემთხვევით ვილამეტის ველზე აღმოაჩინა მიწაში ჩაფლული უცნაური წარმომავლობის მქონე ქვა ანუ,როგორც შემდგომ გაირკვა – ვილამეტის მეტეორიტი.აღნიშნული ადგილი,ჰიუზის სახლიდან სულ რაღაც 1,2 კილომეტრში მდებარეობდა.იმავე დღეს,ამ ფაქტის შესახებ ჰიუზმა მის მეზობელსა და მეგობარს – უილიამ დეილის ამცნო და მეტეორიტის მომცრო ნატეხიც აჩვენა.მეგობრებმა უცნაური ქვის შესამოწმებლად ქვა გამოიყენეს და რადაგან ორივე პროფესიით მეშახტეები იყვნენ,მალევე გაათვითცნობიერეს,რომ მათ წინაშე კოსმოსიდან ჩამოვარდნილი რკინის შემცველობის მქონე მეტეორიტი იყო.მეორე დღესვე მეგობრებმა მეტეორიტი ხის ტოტებითა და სხვა ბუნებრივი ქანებით დაფარეს და დაიწყეს მსჯელობა თუ რა მეთოდით შეეძლოთ სამართლებლივად შეენარჩუნებინათ იგი,რადგან ის ადგილი სადაც ვილამეტი იყო დაფლული,ფოლადის მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნოდა.რადგანაც მეტეორიტის მასა უზარმაზარი იყო,ერთადერთ გამოსავლად იმ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა იყო,სადაც ვილამეტი იყო ნაპოვნი.დეილიმ გადაწყვიტა,რომ მიწის შესასყიდი კაპიტალის შესაგროვებლად,სახლიდან რაც კი რამ ძვირფასეულობა ებადა უნდა გაეყიდა.ამ მიზნით იგი მშობლიურ კუთხეში,ორეგონის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში გაემგზავრა,თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო,იგი უკან აღარ დაბრუნებულა.
ელის ჰიუზის მეუღლე,ქმარს მოსვენებას არ აძლევდა და მისგან მოითხოვდა,რომ სანამ სხვა “იღბლიანი” არ აღმოაჩენდა მას,მანამ მოეძებნა ისეთი საშუალება,რომლითაც იგი უზარმაზარ მეტეორიტს მათ მიერ მფლობელობაში მყოფ მიწაზე გადმოიტანდა.რამდენიმე თვის შემდეგ (რადგან ჰიუზებს მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა არ გააჩნდათ) გადაწყვიტეს ვილამეტის მეტეორიტი მოეპარათ. 15,5 ტონიანი რკინის მასის 1,2 კილომეტრზე გადატანა იმ საშუალებებით,რომელიც ჰიუზებს გააჩნდათ,მართლაც წარმოუდგენელი იყო,თუმცა,როგორც იტყვიან მთავარია – “სურვილი”. 1903 წლის აგვისტოში,ელის ჰიუზმა მეტეორიტის ირგვლივ მიწის ამოთხრა და გასუფთავება დაიწყო.მუშაობდა ძირითადად ღამის სააათებში ბლაგვი ინსტრუმენტებით.მისი დამხმარე კი ჰიუზის მოზარდი ვაჟი და ერთადერთი ბებრუხანა ცხენი იყო.უმძიმესი სამუშაოების დასრულების შემდეგ,მეტეორიტის ორმოდან ამოღების და მისი სპეციალურად ხის მორებისაგან დამზადებული საბორტო ურიკაზე მოთავსება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გონიერმა მეშახტემ საოცრება მოახდინა და 15,5 ტონის მასის მქონე მეტეორიტის ურიკაზე ატანა და დამაგრება მოახერხა.სამი თვე დასჭირდა ჰიუზსა და მის ვაჟს იმისათვის,რომ იგი სახლამდე გადაეტანათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ყველა ზემოთ შესრულებული უმძიმესი სამუშაო,მამა-შვილმა ერთობ ეფექტურად შენიღბა.მეზობლებს დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ,თუ რას ეზიდებოდა ჰიუზები ასე თავგამეტებით სახლისაკენ.მას შემდეგ,რაც მეტეორიტი ელისის კუთვნილ მიწაზე სახლთან ახლოს გადაიტანეს,მამა-შვილმა სპეციალური ხის ნაგებობა ააგო,რაც გარე-თვალისაგან ფარავდა მას.მალევე,მან ოფიციალურად განაცხადა,რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე აღმოაჩინა მეტეორიტი და თუ კი ვინმეს სურვილი გაუჩნდებოდა საკუთარი თვალით ენახა უცნაური კოსმოსური სხეული – 25 ცენტი უნდა გადაეხადა.
ჰიუზების საუბედუროდ,მათი პირველივე კლიენტი,იმ მიწის ნაკვეთის მფლობელი კომპანიის ადვოკატი აღმოჩნდა,საიდანაც ის მოიპარეს.ადვოკატს იმთავითვე ეჭვი შეეპარა იმაში,რომ აღნიშნული მეტეორიტი ჰიუზების მფლობელობაში მყოფ მიწაზე იყო აღმოჩენილი და დაასკვნა,რომ – ვილამეტის მეტეორიტი მოპარული გახლდათ.გარკვეული კვლევების შემდეგ,ადვოკატმა ელის ჰიუზს პირდაპირ განუცხადა,რომ მეტეორიტი მოპარულ იქნა,მისი კლიენტის კუთვნილი ტერიტორიიდან.იმისათვის,რომ საქმე სასამართლომდე არ მისულიყო,ადვოკატმა მეტეორიტის გამოსასყიდად ჰიუზებს 50 დოლარი შესთავაზა,თუმცა მათ შემოთავაზებული წინადადება უარყვეს.ყოველივე ამის შემდეგ,საქმე სასამართლოს გადაეცა.ჰიუზმა ძალიან ბევრი იბრძოლა.მას ღრმად სწამდა,რომ მეტეორიტი მისი პირადი საკუთრება იყო.ორეგონის სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის სარჩელი და ჰიუზებს მეტეორიტის ჩამორთმევა დაუწესა განაჩენად.ელისმა,განაჩენი უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა და მიაღწია იმას,რომ საქმე გადახედილიყო.განაჩენის საბოლოოდ გამოტანამდე,კომპანიამ დაიქირავა მეტეორიტის მცველი,რომელიც შეიარაღებული იყო და მუდმივად იცავდა კიდეც მას.იმავე პერიოდში,სასამართლოს ჰიუზის მეზობელმაც მიმართა და აღნიშნა,რომ – ვილამეტის მეტეორიტი მისი კუთვნილი მიწიდან იყო მოპარული.საქმე ერთობ გაჭიანურდა. 1905 წლის 17 ივლისს,ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა და ჰიუზებს საბოლოოდ ჩამოართვა იგი.სწორედ იმ პერიოდში უჩვენეს საზოგადოებას პორტლენდში პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაპოვნი ყველაზე დიდი – ვილამეტის მეტეორიტი.მალევე,მეტეორიტი კომპანიის მიერ გაყიდულ იქნა 20 600 ამერიკულ დოლარად.მისმა შემძენმა – უილიამ დოჯმა კი იგი სახელმწიფოს,კერძოდ ნიუ-იორკში მდებარე – ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ვილამეტის მეტეორიტი მუზეუმში არსებულ სხვა ექსპონატებს შორის,იმ პერიოდისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ექსპონატად განიხილებოდა. 2011 წელს ონლაინ-აუქციონზე დალასში წარმოდგენილ იქნა ვილამეტის მეტეორიტის ნაწილი,რომლის საწყისი ფასი 750 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.ვილამოტის მეტეორიტის ძირითადი ნაწილი კი,დღემდე ზემოაღნიშნულ მუზეუმშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)
მამა-შვილი ჰიუზები
ელის ჰიუზის მეუღლე – ვილამეტის მეტეორიტზე