სოფისტები

ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის მესამე ათწლედიდან საბერძნეთის სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა გარდატეხა. მოგერიებულ იქნა სპარსეთის ურდოების შემოსევა,რამაც პატრიოტული აღფრთოვანება გამოიწვია.ხალხმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვა-გამგეობა,დამკვიდრდა დემოკრატიზმი და გაიფურჩქნა კულტურა; პიროვნებას მეტი თავისუფლება მიეცა.დემოკრატიზმს თან მოჰყვა აუცილებლობა სახალხო კრებისა,რამაც გამოიწვია მჭერმეტყველების განვითარება.საჭირო გახდა ხალხში განათლების შეტანა,რათა პიროვნებას შეძლებოდა თავის თავის დაცვა და მოწინააღმდეგის დამარცხება.ყურადღების ცენტრში დადგა – პიროვნება და მისი დაცვა.

სოფისტები (სოფისტი აღნიშნავს – მცოდნეს,გამომგონს) – იყვნენ სიბრძნის მასწავლებლები,ხალხში სიბრძნის შემტანნი,განმანათლებები.ისინი დემოკრატიის ინტერესებს იცავდნენ.მათ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურისათვის ადამიანების მომზადება.

სიფისტიკის “მამამთავარი” გახლდათ პროტაგორა (ძვ.წ.აღ-ით 480-410 წლები).ცნობილია პროტაგორას ძირითადი დებულება: “ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა: – არსებულთა,რომ ისინი არიან, და არარსებულთა,რომ ისინი არ არიან”.

პროტაგორამ იცოდა,რომ მის წინ არსებულმა ფილოსოფოსებმა ერთიმეორისაგან სრულად განსხვავებული შეხედულებები შექმნეს; ამის გამო ის,ალბათ,ფიქრობდა,რომ ყველა თავისი საზომით ზომავს ყველაფერს და ამიტომ,შეუძლებელია ერთი ზოგადი ჭეშმარიტების მიღება; არც უნდა არსებობდეს ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტება.

პროტაგორას ძირითადი დებულების შინაარსი პლატონს ასე აქვს გადმოცემული:

“ყოველი საგანი არის ჩემთვის ისეთი,როგორც ის მე მეჩვენება,შენთვის კი ისეთია,როგორც ეს შენ გეჩვენება,ადამიანი ხარ ხომ შენც და მეც”.

ყველა საგნის საზომად პროტაგორას მიაჩნდა არა ადამიანი საერთოდ,არამედ ინდივიდუალური ადამიანი.ეს იმას ნიშნავს,რომ საგანთა საზომი ერთი კი არ ყოფილა,არამედ იმდენი,რამდენი ადამიანიცაა.ჩვენ ვიცით არა საგანი,როგორც ის არის თავისთავად,არამედ – როგორც ის ჩვენ გვევლინება. (ავტორი გენია.ჯი) როცა ქარი ქრის,ერთ ადამიანს სცივა,მეორეს – არა,ამიტომ არ შეგვიძლია ვთქვათ,ქარი თავისთავად ცივია თუ არა.პროტაგორა,საბოლოოდ,მიდის იმ აზრამდე,რომ ყოველი ჩვენი წარმოდგენა,ყოველი ჩვენი მსჯელობა ერთნაირად არის არარსის არსად მიჩნევა,მაგრამ რადგან არარსი არ არის,როგორც ამას ელეატები ამტკიცებდნენ,ამიტომ შეუძლებელია შეცდომა,ფიქრობდნენ სოფისტები: “არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტება.სინამდვილე აბსოლუტურად იცვლება,როგორც ამას კრატალი ამტკიცებდა,ასე იცვლება ჩვენი აზრებიც.ამიტომ ყოველი აზრი ჭეშმარიტია”.ასეთია პროტაგორას აბსოლუტური რელატივიზმი.

თუ ყველა აზრი ჭეშმარიტია,მაშინ აზრებს შორის განსხვავება არ ყოფილა,მაგრამ როგორ გავარჩიოთ ისინი ერთიმეორისაგან? პრაქტიკული საქმიანობისათვის ხომ ყველა აზრი არ არის ერთნაირი? პროტაგორასა და მისი მიმდევრების აზრით,აზრები პრაქტიკულად განსხვავდება,რადგან ზოგიერთი აზრი კარგია და ზოგიერთი კი – ცუდი.რა არის კარგი? “კარგი არის ის,რაც სასარგებლოა ადამიანისთვის”,ამბობდა პროტაგორა.რაც სასარგებლოა,ის არის ჭეშმარიტი.ეს აზრი განშორებულია და გაბატონებულიც თანამედროვე ფილოსოფიაში – პრაგმატიზმში.

მცდარია პროტაგორას შეხედულება,რადგან: თუ არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტება,მაშინ როგორ შეიძლება,რომ ყველა აზრი იყოს ჭეშმარიტი? ეს ხომ საერთო-ზოგადი ჭეშმარიტების აღიარებაა? ეს აშკარა წინააღმდეგობაა,რომელიც ანგრევს სოფისტიკას.მეორე მხრივ ჭეშმარიტების გაიგივება სასარგებლოსთან არ შეიძლება,რადგან ერთისთვის სასარგებლო ხომ შეიძლება მეორესთვის საზიანო იყოს? (ავტორი გენია.ჯი) აქ აირეოდა ჭეშმარიტება შეცდომასთან.ჭეშმარიტი არის სასარგებლო,მაგრამ არა პირიქით.ამიტომ მცდარია პროტაგორაც და თანამედროვე პრაგმატიზმიც.

პროტაგორასა და სოფისტების აზრით,ისე როგორც არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტება,ასევე არ არსებობს საერთოდ კარგი და სასარგებლო,გარდა ერთისა.ეს ერთია სახელმწიფო.სახელმწიფოს უნდა მოჰქონდეს სარგებლიანობა მისი ყველა წევრისათვის.ასეთი სახელმწიფო კარგია,სხვა კი – ცუდი.ცუდი სახელმწიფოს გარდაქმნისათვის ბრძოლის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და აქვს.სახელმწიფო პიროვნებათა სარგებლიანობით განისაზღვრება და ფასდება.

მიუხედავად მცდარი მოძღვრებისა,სოფისტების შეხედულებებს პიროვნებისათვის დიდი განმათავისუფლებელი მნიშვნელობა ჰქონდა.პიროვნებას შეეძლო ანგარიში არ გაეწია რელიგიისათვის და ტრადიციისათვის. (ავტორი გენია.ჯი) პროტაგორას სუბიექტივიზმი მცდარი იყო,მაგრამ ამსხვრევდა დესპოტიზმს,ზნეჩვეულებებს და ყოველგვარ დოგმატიზმს.შეცდომაა სოფისტების აბსოლუტური რეალიტივიზმი,მაგრამ ჩვენს ცოდნაში პირობითობის მომენტის დავიწყებაც არ არის მართებული. (ავტორი გენია.ჯი)