ნესტა რობერტ ბობ მარლის მოსაზრებები…

1. ”ვინ ხარ შენ,რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი,რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო,მაგრამ,სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას… დარწმუნდით,რომ ხელები სუფთა გაქვთ!”

2. “მე არ ვდგავარ არც შავკანიანი მამაკაცის მხარეზე და არც თეთრკანიანი მამაკაცის მხარეზე.მე ვდგავარ მხოლოდ ღმერთის მხარეზე”. (ავტორი გენია.ჯი)

3. ”მე მჯერა,რომ რასიზმის,ბოროტებისა და სიძულვილის განკურნება – მუსიკით არის შესაძლებელი”.

4. “იცხოვრე იმ ცხოვრებით,რომელიც გიყვარს და გიყვარდეს ის ცხოვრება,რომელშიც ცხოვრობ”.

5. “ზოგიერთი ადამიანი წვიმას გრძნობს,სხვები კი უბრალოდ სველდებიან”.

6. “ნუ დაუმალავთ ბავშვებს სიმართლეს,რადგან ეს მათში უსამართლობას წარმოშობს”

7. “თქვენ უნდა იყოთ ვინმე”.

8. “ადამიანი სამყაროს უმთავრესი შემადგენელი ნაწილია”.

9. “ყოველ ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ბედი”

10. “ფულს არ შეუძლია იყიდოს სიცოცხლე”. (ამ სიტყვებით მიმართა ბობ მარლიმ უკანასკნელად საკუთარ შვილს)