კორფის ციხე-სიმაგრე - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ისტორიულ ძეგლს ინგლისის სამხრეთით.იგი მდებარეობს დორსეტის საგრაფოში,პურბეიკის ქედთან ახლოს.თავდაპირველად ამ ადგილას საქსონთა ფორტი იყო და ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად აქვე იქნა ვერაგულად და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული,ინგლისის ახალგაზრდა მეფე ედვარდი (963-978 წლები),რომელმაც საკუთარი დედის ხელებში დალია სული.მოგვიანებით იგი წმინდანად შეირაცხა და დღეს “ედვარდ წამებულად” მოიხსენიებენ.ვილჰელმ დამპყრობელის მიერ ინგლისის დაპყრობის შემდგომ,ამავე ადგილას აგებული იქნა ნორმანული კოშკი,რათა მას გაეკონტროლებინა იმ გზის მარშრუტები,რომელიც მის სიახლოვეს გადიოდა.გარდა ამისა,მის დანიშნულებას შეადგენდა ზღვის მხრიდან მოსალოდნელი მტრის თავდასხმის მოგერიებაც.ადგილობრივი მაცხოვრებლები,რომლებიც ციხის ასაგებად იყვნენ ნახმობი,მის ასაგებად საჭირო ქვებს,ახოლოს მდებარე პურბეკის ქვის კარიერებიდან ეზიდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამის სანაცვლოდ ადგილობრივ მოსახლეობას უნარჩუნდებოდა მიწები და საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში.გარდა ამისა,მათ მიეცათ უფლება საფრთხის დროს ციხისათვის შეეფარებინათ თავი.
1199 წლიდან,17 წლის მანძილზე ინგლისის მეფემ იოანე უმიწაწყლომ (1167-1216 წლები),ხშირად სტუმრობდა “კორფის ციხეს” და მას რეზიდენციადაც კი გამოიყენებდა ნადირობის დროს.გარდა ამისა,იოანე ციხეს საპატიმროდაც იყენებდა და მასში სიკვდილით დასჯის განაჩენებიც აღსრულდებოდა.ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ციხის სრულყოფა და ახალი ნაგებობების აგება,რომელიც XIII საუკუნემდე გაგრძელდა.1572 წელს,ინგლისის დედოფალმა ელისაბედ I-მა “კორფის ციხე”თავის ლორდ-კანცლერს სერ კრისტოფერ ჰატონს მიჰყიდა.რომელმაც უამრავი ფული გაიღო მისი გადაკეთებისათვის და შესაბამისად ციხე ერთგვარად აქცია ციხე-სიმაგრედ და შესანიშნავ საცხოვრებელ ადგილადაც.1635 წელს “კორფის ციხე” შეისყიდა სერ ჯონ ბენქსმა.მისი გარდაცვალების და ინგლისის სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში,მისსავე ქვრივმა ლედი მერი,იძულებული იყო დაეცვა ციხე პარლამენტის არმიის ალყისას 1643 წელს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “კორფის ციხე” საპარლამენტო ჯარებმა მხოლოდ სამწლიანი ალყის შემდეგ აიღეს. (ავტორი გენია.ჯი) იგი მოგვიანებით როიალისტების მიერ იქნა გამოყენებული.თუმცა შემდგომ წლებში ციხის გასაღები კვლავ ლედი მერი ბენქსს დაუბრუნეს.1982 წლიდან “კორფის ციხე” ინგლისმა “ეროვნული ფონდის” სიაში შეიყვანა და რესტავრირებაც ჩაუტარდა.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “კორფის ციხის” ზუსტი ასაკის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა.