ლუი XVIII – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფესთან ლუი XVIII-თან (1755-1824 წლები),აუდიენციაზე მიწვეულ იქნა მისი ერთ-ერთი მინისტრი კობრიერი,რომელიც საკმაოდ უხეში,თუმცა პატიოსნებით და პირდაპირობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)როდესაც კობრიერი მეფის კაბინეტში გამოცხადდა,ჯიბეებიდან სათვალე,ცვირსახოცი,სათუთუნე და საფულე ამოიღო და იქვე მაგიდაზე დააწყო,რათა სავარძელში თავისუფლად და მოსახერხებლად დამჯდარიყო.მეფემ დაინახა,რა კობრიერის საქციელი,მას გაკვირვებულმა და ოდნავ გაბრაზებულმა ჰკითხა:
- თქვენ აქ ჯიბეების ამოსაცარიელებლად მოხვედით?
რაზეც გონიერმა მინისტრმა მიუგო:
” – თქვენ გერჩივნათ,რომ მე მათ გასასქელებლად მოვსულიყავი?!” (ავტორი გენია.ჯი)